გოლი და საგოლე პასი - ვაკომ "სან ხოსეს" იბრაჰიმოვიჩის გუნდთან მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სან ხოსეს" თავდამსხმელმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ში კვლავ გამოიჩინა თავი.

13 ივლისს, "სან ხოსემ" ისევ სძლია ლოს ანჟელესის "გალაქსის", ამჯერად სტუმრად 3:1 დაამარცხა.

ისევე როგორც გურამ კაშიამ, ყაზაიშვილმაც შეუცვლელად ითამაშა და გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და აღსანიშნავია, რომ მესამე გოლიც მისი დამსახურება იყო. ყაზაიშვილი რამდენიმე მეტოქეს გაცდა და კარში დაარტყა, ხოლო მეკარეს მიერ მოგერიულ ბურთი დამატებაზე იუელმა გაიტანა.

მან მიმდინარე პირველობაზე მე-5 გოლი გაიტანა.

20 ტურის შემდეგ "სან ხოსე" დასავლეთ კონფერენციაში 31 ქულით მეოთხე ადგილზეა და 21 ივლისს გასვლაზე "ვანკუვერს"
შეხვდება, იქამდე კი 17 ივლისს ამხანაგურ მატჩში "ვალიადოლიდს"უმასპინძლებს.

რაც შეეხება "გალაქსის" თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელიც გამუდმებით ტრაბახობს, მოედანზე 90 წუთი დაჰყო და თავის გუნდს ვერაფრით ვერ შეეწია.

კარსონი. "სპორტპარკი". 22 508 მაყურებელი
გალაქსი-სან ხოსე 1:3
გოლები: 1:0 ფელიშერი (2), 1:1 ყაზაიშვილი (62), 1:2 ჰოსენი (64, ყაზაიშვილის პასით), 1:3 იუელი (85)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვაკო მადლობა რომ დღევანდელი დილა გამილამაზე შენი ლამაზი თამაშით! მე ვუყურე მეორე ტაიმს და დიდებული სანახაობის მომსწრე შევიქმენი. ვაკომ სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა.ასეთ კარგ ფორმაში თუ შეხვდა ვაკო სანაკრებო მატჩებს ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება მისი გაჩერება! ვისაც შეგიძლიათ გადაახვიეთ და უყურეთ ამ თამაშის მეორე ტაიმს მაგრად ისიამოვნებთ! იბრაგიმოვიჩი და დო სანტოსი მასთან შედარებით ჯუჯები იყვნენ მინდორზე!
kika
11:25 13-07-2019
0
მადლობა ვაისს ვაკოს ნაკრებში არ გამოძახებისთვის, რა კარგად იმოქმედა ამ ხერხმა მასზე.დდ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული