დღეს, 30 ივნისის დილით ვაკო ყაზაიშვილმა მოირიგი გოლი გაიტანა და შედეგიან დარტყმას საგოლე პასიც მიამატა. MLS-ში სეზონის მე-17 შეხვედრა ჩაატარა "სან ხოსე ერსქვეიქსმა", რომელმაც კალიფორნიულ დერბიში "ლოს ანჟელეს გალექსის" სტენფორდში უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა - 3:0.
შეხვედრაში ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა მე-11 წუთზე გახსნა. ვაკოს გოლის შემდეგ ანგარიში დიდი ხანი არ შეცვლილა. 82-ე წუთზე კი, შეცვლაზე შემოსულმა სალინასმა ვაკოს ძალიან კარგი გადაცემა გამოიყენა და სტუმრებს მეორე გოლი გაუტანა. ხოლო, 85-ე წუთზე ტომი ტომპსონმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.
საქართველოს ნაკრების ვიცე კაპიტანმა გურამ კაშიამ ყაზაიშვილის მსგავსად სრული მატჩი ჩაატარა და ანგარიშზე შეხედვიდანაც ჩანს, რომ ცუდად არ უთამაშია ისეთი მრისხანე მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, როგორიც ზლატან იბრაჰიმოვიჩია.
ვაკო, კი ძალიან კარგ ფორმაშია და ზედიზედ მე-4 შეხვედრაში გამოიჩინა თავი. დღევანდელი გოლი MLS-ში მე-4 იყო. ხოლო "სან ხოსესთვის" ეს გამარჯვება მე-7 იყო და 25 ქულით დასავლეთ კოონფერენციაში მე-5 ადგილზეა. შემდეგ შეხვედას კალიფორნიული გუნდი "მინესოტა იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართავს.