ბედის ირონია - საბა კვირკველია მწყობრში ჩადგა და ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალება მოუწევს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ ტრავმა მოირჩინა და სათამაშოდ მზად არის.

"ლოკოს" მწვრთნელმა იური სიომინმა განაცხადა, რომ კვირკველია გუნდთან ერთად ვარჯიშობს და "რუბინთან" ითამაშებს.

საბამ ტრავმა გასული სეზონის დასასრულს მიიღო, "რკინიგზელებს" ვერც თასის ფინალში და ვერც სუპერთასზე ვერ დაეხმარა და საქართველოს ნაკრების მატჩებშიც ვერ მიიღო მონაწილეობა.

კვირკველია მთელი მეორე წრის განმავლობაში გუნდში იჯარით მყოფ 18 წლის თანამემამულე ნახევარმცველს ხვიჩა კვარაცხელიას მეურვეობდა და ახლა მისი განეიტრალება მოუწევს - 15 ივლისს რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში "ლოკომოტივი" იმ "რუბინს" უმასპინძლებს, რომლის რიგებშიც
კვარაცხელია ჩაირიცხა.

ყაზანურ გუნდში აგრეთვე ზურიკო დავითაშვილი და ბექა მიქელთაძე იასპარეზებენ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
თამაშის მერე მიხვდება რა მაგარი შეცდომა დაუშვა რომ ლოკოდან წავიდა! ის მიზეზი რაც ხვიჩამ სთქვა ბავშვობაა და მეტი არაფერი!
kika
16:18 14-07-2019
3
ხვიჩა მაგარია მაგრამ,
გადახტომის ძალაც ყოფნის,
თუ დააკვირდებით კარგად,
ბარბაცებს, მთვრალივით მორბის,
ჩვენი არაა და მორჩა!
აწი რუსთა მხარეს მყოფი,
ნატურალურ ხახვს და სალას,
ბოლოკი და პიტნა ჯიბნის...
ბოლოკი და პიტნა,
ბოლოკი და,
ბოლო კი
ბო
ბრაააამტარუნინა რირაროოოოოო!
დლია! ჰოვ დელიაააააააააააააააა!
შევე....ი ისეთ ფეხბურთელს,
გამწარდა, გამოეკიდა, თან პახმელიაზე მყოფი
მსაჯი ვერ დაუჭერიაააააა!!!...
პივაზე ასწორებს, ხალადეცს აკეთებს; ბებია, ჟორას ბებიაააა!
შე....ერვანდას, გავარტყი სეროჟას,
მონღოლი რუსზე შტერიაააააააააააააააააააა!
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
12:54 14-07-2019
20

სიახლეები პოპულარული