ლუკა ზარანდიამ "ზულტე-ვარეგემში" სადებიუტო მატჩშივე წარმოაჩინა თავი

AutoSharing Option
ახლახან "ზულტე-ვარეგემში" გადასულმა შემტევმა ნახევარმცველმა ლუკა ზარანდიამ ახალ გუნდში პირველად ითამაშა (ლოკერენთან 2:2) და თავი ყოველმხრივ დადებითად წარმოაჩინა.

კლუბის საიტი იუწყება, რომ მან და მექსიკელმა გოვეამ მეტი სიხალისე შემატეს გუნდს, რომელიც აშკარად საჭიროებდა შეტევაში ახალ სისხლს.

ლუკამ მე-16 წუთზე პენალტი მოიპოვა და ობერლინმა ანგარიში გახსნა, შესვენების შემდეგ საჯარიმოდან ოდნავ ააცილა ბურთი კარს, 66-ე წუთზე კი შეცვალეს.

27 ივლისს ბელგიის ჩემპიონატი იღებს სტარტს და "ზულტე-ვარეგემი" "მეხელენს" უმასპინძლებს.

ზარანდიასთვის პოლონური "არკადან" ბელგიურ გუნდში გადასვლა უთუოდ წინგადადგმული ნაბიჯია დ მისგან წარმატებულ სეზონს ველით.

მკითხველის კომენტარები / 3 /
იქნება ბევრმა ახალგაზრდამ აიღოს მაგალითი ბერიძისა და ზარანდიასგან . ითამაშეს გაათხოვრებულებმა , დაამტკიცეს რომ უფრო მაღალ დონეზე სათამაშოთ მზად არიან და დაიმსახურეს უკეთესი ჩემპიონატი . დარწმუნებული ვარ , ამასაც ტრამპლინად გამოიყენებენ და უკეღეს გუნდებში ითამაშებენ . თუმცა მათთან ერთად უნდა აჩვენო დამწყებ ფეხბურთელებს რუსეთში დაკარგული პერსპექტიული ბიჭები , რომლებიც საბოლოოდ მხოლოდ პერსპექტიულებად დარჩნენ საწუხაროდ . წელს ბელგიის ჩემპიონატს აუცილებლად ვუყურებ . წარმატებები ბიჭებს ყველა ჩემპიონატში , წინ ბელარუსია გველოდება .
ATP 16
11:47 14-07-2019
0
ერთი რა მაგარი ტაშტი სახელი აქვს ამ გუნდს მარა სხვა ყველაფერი მაგარია. )))
Zviad
06:42 14-07-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული