ახლახან "ზულტე-ვარეგემში" გადასულმა შემტევმა ნახევარმცველმა ლუკა ზარანდიამ ახალ გუნდში პირველად ითამაშა (ლოკერენთან 2:2) და თავი ყოველმხრივ დადებითად წარმოაჩინა.
კლუბის საიტი იუწყება, რომ მან და მექსიკელმა გოვეამ მეტი სიხალისე შემატეს გუნდს, რომელიც აშკარად საჭიროებდა შეტევაში ახალ სისხლს.
ლუკამ მე-16 წუთზე პენალტი მოიპოვა და ობერლინმა ანგარიში გახსნა, შესვენების შემდეგ საჯარიმოდან ოდნავ ააცილა ბურთი კარს, 66-ე წუთზე კი შეცვალეს.
27 ივლისს ბელგიის ჩემპიონატი იღებს სტარტს და "ზულტე-ვარეგემი" "მეხელენს" უმასპინძლებს.
ზარანდიასთვის პოლონური "არკადან" ბელგიურ გუნდში გადასვლა უთუოდ წინგადადგმული ნაბიჯია დ მისგან წარმატებულ სეზონს ველით.