საბა ლობჟანიძე: ჩემთვის დანიაში დარჩენა კარგი იქნება

AutoSharing Option
საბა ლობჟანიძე დანიურ გამოცემა bold-თან საუბარში აცხადებს, რომ რამდენიმე კლუბიდან ინტერესი არის და მას დანიაში დარჩენა და სუპერლიგაში თამაში სურს.

"მე შემიძლია საკუთარი თავი სხვა დანიურ კლუბში წარმოვიდგინო. ჩემთვის კარგი იქნება დანიაში დარჩენა, რადგან აქაური ლიგა შემეფერება.

ბევრ კლუბს აქვს ინტერესი ჩემ მიმართ, თუმცა მე ჯერ ისევ "რანდერსში" ვარ და არ მინდა, ტრანსფერსა და სხვა კლუბებზე ბევრი ვიფიქრო.

თუ "რანდერსში" დავრჩები, არც ეს არის პრობლემა, რადგან თავს აქაც ბედნიერად ვგრძნობ" - განაცხადა 24 წლის შემტევმა.

"რანდერსმა" სუპერლიგის პირველ შეხვედრაში გასვლაზე
"სონდერისკესთან" წააგო (1:2). საბა ლობჟანიძეს ამ თამაშში გოლი არ გაუტანია, თუმცა მის მიმართ ინტერესი არ შეცვლილა.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
რანდერსში ახლა დარჩენა კარიერის სერიოზულ დატორმუზებას ნიშნავს!
kika
13:17 15-07-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული