"ტრავმირებულია ინტერს გი და ის მომავალი შეხვედრისთვის არ ემზადება. დანარჩენი ყველა ასე თუ ისე ჯანმრთელადაა.
ხვალინდელი მატჩი იმაზე რთული იქნება, ვიდრე პირველი შეხვედრა იყო. წინა დაპირისპირებაში ცოტა შეუფასებლობის მომენტი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ უფრო ძლიერ "შერიფს" ვიხილავთ.
წინა შეხვედრის დამთავრებისთანავე დავიწყეთ მომზადება. სამუშაოდ 4 დღე გვქონდა. ამ პერიოდში რთულია ახალი რაღაცის მოფიქრება. ფსიქოლოგიურად, დიდი სამუშაო გავწიეთ, რომ მოთამაშეებმა საკუთარ თავს მოშვების საშუალება არ მისცენ.
ამ თამაშისთვის ფუნქციონალურად ლევან ყენია მზად არ არის. ერთი თვით ადრე დამთავრდა ლუქსემბურგის ჩემპიონატი, ამიტომ მისი მზადება ფორსირებულად მიმდინარეობს.
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ხვალ რა შემადგენლობით ვითამაშებთ. დღეს ბოლო ვარჯიშია და ბევრი რამ კონკრეტულად ამ ვარჯიშზე გადაწყდება. ჩატარებულმა მატჩმა მაჩვენა, რომ რადიკალური ცვლილებები არ არის საჭირო.
ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ასეთ დროს თავდაცვა კარგია. ჩვენ ასეთ რამეებს არ და ვერ ვიყენებთ: ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. ყრუ დაცვაში ჯდომა არ შეგვიძლია. ვეცდებით, პირველ ნომრად ვითამაშოთ. ვნახოთ, მოწინააღმდეგე რის საშუალებას მოგვცემს", - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.
თბილისის "საბურთალოსა" და ტირასპოლის "შერიფის" მატჩი 16 ივლისს, 21:30 საათზე, "მიხეილ მესხზე" გაიმართება.
წინ გზა განათდა - რამდენი სარეიტინგო ქულა მიიღეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე
ყენია რა შუაშია? ლუქსემბურგში ძირითადში იყო თუ თადარიგში?