როგორც ჰოლანდიური საიტი twenteinsite-ი ადგილობრივ გაზეთ "ტუბანტიაზე" დაყრდნობით წერს, შეთანხმება მიღწეულია და ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ენსხედეს "ტვენტეს" ფეხბურთელი გახდება.
ამავე გამოცემის მიხედვით, ის "სევილიამ" ჰოლანდიურ კლუბში გაანათხოვრა და ფეხბურთელი "ტვენტეში" 2 წლის განმავლობაში დარჩება.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი არაა უცნობი სპორტსმენი "ტვენტეს" დირექტორ ვან ლიუენისთვის, რომელიც ადრე "ანორთოსისის" ტექნიკური დირექტორი იყო.
მისი თქმით, აბურჯანია არის ხიდი დაცვასა და ნახევარდაცვას შორის და ქართველი საყრდენი ჰოლანდიურ გუნდს ამ კვირაში შეუერთდება.
გიორგის აქამდე რუსთავის "მეტალურგში", გორის "დილაში", თბილისის "ლოკომოტივში", ფამაგუსტის "ანორთოსისში", ტარაგონის "ხიმნასტიკში", "სევილიას" მეორე გუნდსა და "ლუგოში" უთამაშია. აბურჯანია 24 წლის გახლავთ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
წარმატებები