შეთანხმება მიღწეულია - გიორგი აბურჯანია "ტვენტეს" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
როგორც ჰოლანდიური საიტი twenteinsite-ი ადგილობრივ გაზეთ "ტუბანტიაზე" დაყრდნობით წერს, შეთანხმება მიღწეულია და ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ენსხედეს "ტვენტეს" ფეხბურთელი გახდება.

ამავე გამოცემის მიხედვით, ის "სევილიამ" ჰოლანდიურ კლუბში გაანათხოვრა და ფეხბურთელი "ტვენტეში" 2 წლის განმავლობაში დარჩება.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი არაა უცნობი სპორტსმენი "ტვენტეს" დირექტორ ვან ლიუენისთვის, რომელიც ადრე "ანორთოსისის" ტექნიკური დირექტორი იყო.

მისი თქმით, აბურჯანია არის ხიდი დაცვასა და ნახევარდაცვას შორის და ქართველი საყრდენი ჰოლანდიურ გუნდს ამ კვირაში შეუერთდება.

გიორგის აქამდე რუსთავის "მეტალურგში", გორის "დილაში", თბილისის "ლოკომოტივში", ფამაგუსტის "ანორთოსისში", ტარაგონის "ხიმნასტიკში",
"სევილიას" მეორე გუნდსა და "ლუგოში" უთამაშია. აბურჯანია 24 წლის გახლავთ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს მართლა სასიხარულო ამბავია.ტვენტე კარგი გუნდია და თუ დრო მიეცა ნამდვილად გაიზრდება ამ კლუბში! ჰოლანდიის ჩემპიონატის ყურებას აზრი მიეცა!
kika
17:39 15-07-2019
1
ჩინებული ვარიანტია და წარმატებებს ვუსურვებ გიორგის! მეტი ქართველი ფეხბურთელი ევროპის საშუალო და უკეთეს ლიგებში (სამწუხაროდ, ტოპ ლიგები ჯერ მიუღწეველია)
patrioti
18:29 15-07-2019
0

სიახლეები პოპულარული