ჯანო ანანიძე: "სპარტაკი" ჩემი ცხოვრებაა და ვეცდები, რაც შეიძლება დიდი ხანი გაგრძელდეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე "ინსტაგრამში" პოსტს აქვეყნებს, რომელიც 10 წლის წინ მის "სპარტაკში" დებიუტს ეძღვნება.

"15.07.2009. საოცრად გახარებული ვარ, რომ ბედმა "სპარტაკის" ფეხბურთელად გამხადა და ამ დიადი კლუბის მაისურით ზუსტად 10 წლის წინ პირველად ვითამაშე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც თამაშის წინ გზა დამილოცა, ვინც მოედანზე ჩემ გვერდით იყო და ვინც ტრიბუნებიდან მიჭერდა მხარს.

ვინც ჩემთან ერთად იზიარებდა მოგებით განცდილ სიხარულსა თუ მძიმე მარცხით მიღებულ ემოციებს. განსაკუთრებით მათ, ვისაც ჩემი სჯერო
და და ისევ სჯერა. "სპარტაკი" ჩემი ცხოვრებაა და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს რაც შეიძლება დიდი ხანი გაგრძელდეს.

დარწმუნებული ვარ, საუკეთესო მატჩები ჯერ კიდევ წინ მაქვს. ძალიან მიყვარხართ, "წითელ-თეთრებო", - დაწერა ჯანომ საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე".

ჯანო ანანიძეს პროფესიული კარიერის განმავლობაში მხოლოდ 3 კლუბში უთამაშია. მოსკოვის "სპარტაკმა" ის ორჯერ გაანათხოვრა, ჯერ "როსტოვში" და გასულ სეზონში კი სამარის "კრილია სოვეტოვში".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეხ დჟანდჟიკ...
ირაკლი
21:34 15-07-2019
1
ჯანოს ესე უნდა ეტქვა, 2 მილიონ ევროს სხვა არავინ გადამიხდის და ვეცდები სპარტაკში დიდი ხანი დავრჩე.
s..s
01:27 16-07-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული