"რუბინის" მწვრთნელი: ხვიჩა კვარაცხელია 90 წუთი სათამაშოდ მზად არ იყო

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, "ლოკომოტივისა" და "რუბინის" ნამატჩევს (1:1), ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ედუარდო დოკამპომ გოლის ავტორის, ხვიჩა კვარაცხელიას კარგი თამაში აღნიშნა.

"გვესმოდა, "ლოკომოტივი" ინიციატივას ფლობდა და პრობლემები გვქონდა, მაგრამ განწყობის შენარჩუნება და საპასუხო გოლის გატანა შევძელით. ვთვლი, რომ პენალტი არ იყო. კარგია, რომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს.

ხვიჩა 90 წუთი სათამაშოდ ფიზიკურად მზად არ იყო, თუმცა შეცვლაზე მართლაც მაგრად შევიდა. გატანილი გოლის შემდეგ შესამჩნევი იყო ჩვენი ფეხბურთელების დაღლა, მოედანზე ეცემოდნენ. თან, ფსოქოლოგიური პრობლემა გვაქვს. ამის გადაჭრას ვცდილობთ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული