თბილისის "დინამო" განელი თავდამსხმელით გაძლიერდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" განელი თავდამსხმელის, კვამე კარიკარის დამატების შესახებ კლუბის საიტით გვაუწყა.

"ჩვენი გუნდის ღირსებას 27 წლის განელი ფორვარდი კვამე კარიკარი დაიცავს. მას კარიერის პირველი 4 წელი შვედურ აიკ-ში აქვს გატარებული. ამ გუნდთან ერთად უეფას ევროპა ლიგაზეც იასპარეზა, სადაც მოსკოველ "არმიელთა" და "პსვ ეინდჰოვენის" გოლკიპერთა დამწუხრებაც მოასწრო.

ნათამაშები აქვს ასევე თურქეთში, უკრაინასა და ყატარში, ბოლოს კი ბაქოს "ნეფთჩიში" გამოდიოდა. ახალწვეულმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და ჩვენს კლუბთან ხელშეკრულება 1 წელს + 1 წელი ოფციით გააფორმა".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
სად პოულობენ ან ვინ ურჩევს ამ ფეხბურთელებს.
კახა ქ.
03:22 16-07-2019
5
ნეფტჩის დაწუნებული ფეხბურთელი თუ დინამოს გააძლიერებს აღარ ყოფილა ჩვენი საშველი))
Geo_Dinamo
08:30 16-07-2019
8

სიახლეები პოპულარული