რას ამბობენ ლოკომოტიველები ხვიჩა კვარაცხელიაზე? - გოლი შემთხვევითობა იყო

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "რუბინთან" ფრედ დასრულებული მატჩი (1:1) და ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ლოკომოტიველებმა championat.com-თან შეაფასეს.

ალეკსანდრ კოლომოიცევი (ნახევარმცველი): "ანგარიშის გათანაბრებამდე შეიძლება მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. რომ მოგვეგო, ამაზე ნაკლებად ვიფიქრებდი.

ვფიქრობ, გაშვებული გოლი შემთხვევითობაა. ვერ ვიტყვი, რომ საკუთარ კარს მიგვაჯაჭვეს. იმედგაცრუებულნი დავრჩით. გვინდოდა, ჩემპიონატი გამარჯვებით დაგვეწყო. რაც შეეხება იმას, რომ გოლი სწორედ ხვიჩამ გაიტანა, საწყენი არ არის, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გაიტანა".

მაცეი რიბუსი (მცველი): "გავნაწყენდით თუ არა, რომ გოლი ხვიჩამ გაგვიტანა? არა, რა თქმა უნდა, ეს ფეხბურთია, რაა
საწყენი. მას მხოლოდ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ. "რუბინში" მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება, ჩვენთან ცოტას თამაშობდა".

ხვიჩაზე ერთგვარი, ცოტა არ იყოს, ირონიული რეზიუმე "ლოკომოტივის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ანატოლი მეშერიაკოვმა გააკეთა: "ხვიჩა უცხო გუნდის მოთამაშეა, იმ ადგილას აღმოჩნდა, სადაც ბურთის დარტყმა მოხდა. მისი წასვლა ჩვენთვის კარგა ხნის გადაბრუნებული ისტორიაა. მით უფრო საინტერესო იქნება მასზე თვალის მიდევნება".

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაციონალიხარ ხომ, მიხედე ბოკერიას და სააკაშვილს,,არარის სხვა რამე შენი საქმე
13
ეხლა ხვდებით ვის დააღწია თავი ხვიჩამ??? ზუსტად აი ეგ დირექტორთა საბჭო და გალსტუკიანები არიან პოლიტიკური “თანამშრომლები”. სტანდარტული გრუზინები ამას მართლა ვერ მიხვდებით, არადა ეს არის კლუბი რომელმაც დაუნგრია კარიერა მალხაზ ასათიანს და ბოლოს კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს ასე ნაგლად გააგდეს.
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული