ოფიციალურად: გიორგი აბურჯანია "ტვენტეს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
გიორგი აბურჯანია ოფიციალურად "ტვენტეს" ფეხბურთელია - ამის შესახებ ჰოლანდიური კლუბის ვებგვერდი იუწყება.

24 წლის ნახევარმცველმა ხელი ორწლიან საიჯარო ხელშეკრულებას მოაწერა, "ტვენტეს" კი მისი "სევილიადან" გამოსყიდვის უფლება ექნება.

გიორგი ახალ კლუბში 21-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

"ეს რთული არჩევანი არ ყოფილა, "ტვენტეში" მოსვლა ნამდვილად მინდოდა. ეს დიდი ისტორიის მქონე კლუბია, რომელსაც ლამაზი სტადიონი აქვს. გასულ წელს მათ თამაშს თვალს ვადევნებდი და ვნახე, როგორ გახდნენ ერესტე დივიზიონის ჩემპიონები. ეს განსაკუთრებული იყო", - განაცხადა გიორგი აბურჯანიამ.
"ტვენტემ" გასული სეზონი ჰოლანდიის რანგით მეორე დივიზიონში გაატარა, სადაც
80 ქულა დააგროვა და ერედივიზიონს დაუბრუნდა.

altქართველი მადრიდის "ატლეტიკოში" - 14 ივლისის ტრანსფერები და ჭორები


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოველთვის მომწონდა, ზოგიერთი უვიციდან განსხვავებიტ ეგ ბიჭი, და აჰა, ფაქტი სახეზეა, ტვენტე ტიტულოვანი გუნდია, წელსაც ანგარიშგასაწევი ძალა იქნება მგონია და გიოსთვის ეს ნამდვილად წარმატებაა, მთავარია ასნავნოიში ჩაჯდეს, კაი ცვლაა კანკავას და კვეკვეს პონტში, მე ამდენ ხანსაც დავაყენებდი
ვასო
08:56 17-07-2019
0
ძვლივს რაღაც კარგი წავიკითხე ქართულ ფეხბურთზე
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული