კატასტროფა - "საბურთალომ" პირველი ტაიმი "შერიფთან" 0:3 წააგო!

AutoSharing Option
16 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის პირველ ტაიმში "საბურთალომ" "შერიფთან" 0:3 წააგო.

გასვლაზე 3:0-ის მოგების შემდეგ, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სტუმართა კოსოვოელმა ნახევარმცველმა ლაფიტიმ დებიუტშივე გახსნა ანგარიში. შემდეგ მარგველაშვილმა განივი გადაცემისას ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მე-11 წუთზე კი კამერუნელმა თავდამსხმელმა ტამბემ ანგარიში 0:3 გახადა.

"საბურთალომ" სტუმრად მოპოვებული უდიდესი უპირატესობა 11 წუთში გაანიავა, რასაც კატასტროფის გარდა, სხვა სახელი ძნელია უწოდო. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო.

საქართველოს ჩემპიონმა სახიფათო იერიშებით უპასუხა და ორი მომენტი ვერ
გამოიყენა.

დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და გუნდები შესვენებაზე 0:3-ზე გავიდნენ.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - შერიფი
გოლები: 0:1 ლაფიტი (3), 0:2 მარგველაშვილი (7, საკ. კარში), 0:3 ტამბე (11)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, გონსალვესი, დიასამიძე, ალთუნაშვილი, გორგიაშვილი, კოხრეიძე, როლოვიჩი

შერიფი: მიკულიჩი, მუზეკი, პალჩიჩი, კრისტიანო, ანტონი, გორდიენკო, ლაფიტი, ტამბე, ბობანი, კენდიში, ნ'დიაე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
მწვრთელმა მოუგო ვიზავის მეორე ტაიმი. რაც შეეხება შეცდომებს 2 და 3 გოლი აშკარად კაპიტნის სინდისზეა, პირველი ელემენტარულად უნდა მოეგერიებინა, მეორე კი წესია - თუ ვერ ასწრებ ბურთზე მისვლას პოზიციაზე უნდა დადგე (გავარდა ფლანგზე და წააგო ნახტომი, რაც ისედაც ცხადი იყო და ვერ გადაეწყო დაცვა) და ასევე ზედმეტად ათრევდა ბურთს, შესაბამისად ბევრჯერაც დაკარგა. 5 ნაბიჯიდან აცილებას კი იშვიათი ნიჭი უნდა, თუმცა მაინც კმაყოფილი ვარ და იმედია შეცდომებს აღარ გავიმეორებთ. პ.ს. სათადარიგო სკამი ძაან მოკლე გვაქვს და აუცილებელია ერთი/ორი მოთამაშის დამატება.
თაზო
17 ივლისი 2019 00:16
0
aekrdzalos sazogadobriv mauwyebels translireba fexburtis sitbii...vulocav bichebs
shoti
17 ივლისი 2019 00:02
6
პირველ რიგში ტირასპოლში იყო არაჩვეულებრივი თამაში (ბოლო ათწლეულებს ვგულისხმობ) მეორე, როგორც მგონია არავითარი თაღლითობა, უბრალოდ ფატალური უიღბლობა, გამოუცდელობა, უკეთესის დიდი სურვილი, პირველი და მეორე გოლის შემდეგ გამძაფრებული სირცხვილის გრძნობა (შესაბამისად კიდევ უფრო დიდი დაბნევა) მაგრამ, საბოლოოდ ბრძოლა და გასვლა, ტირასპოლის შერიფს საბურთალო როგორც გუნდი სჯობს, კოხრეიძე მშვენიერი ბიჭია (აქაც იზრდებიან თურმე), ზაგრებთან ბრძოლას ველოდები, ზოგადად ნიჭიერი ხალხი ვართ, თუ ვიყენებთ შედეგსაც ვაღწევთ. საბურთალო ცდილობს სწორად განვითარდეს.

1234
16 ივლისი 2019 23:55
0
სამარცხვინოა
ზაზა
16 ივლისი 2019 23:52
4
წავიდა ყომარი... პირველი თაიმი წააგო, მეორე მოიგო და ა.შ.
ვახო
16 ივლისი 2019 22:55
9
მეორე ტაიმი კარგად დავიწეთ და აშკარად საბურთალო უკეთესი გუნდია.ბოლომდე ბიჭებო.ეს ერთი გოლი დაიმსახურეს
პაატა
16 ივლისი 2019 22:48
3
ესაა გამოუცდელობა.23წლის წინ ზესტაფონის მარგვეთსაც ასე დაემართა.გასვლაში 3-1 მოიგეს,სახლში კი პირველ ტაიმში და მეორის დასაწყისში უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდათ,მაგრამ ვერ გაიტანეს,მალტელებმა კი ერთი შემთხვევით გაიტანეს და ანერვიულებულმა მარგვეთმა ორი კიდევ გაუშვა.თუ საბურთალომ გონზე მოსვლა შეძლო,კიდევ არის რაღაც შანსი,ჩვენ ხომ გოლი გვჭირდება.მაგრამეს ძალიან ძნელი იქნება.
სოსო
16 ივლისი 2019 22:33
3
რა დაგემართათ ხალხო არ შეიძლება ასეთი კომენტარები სირცხვილია მართლა რა
ვასიკო
16 ივლისი 2019 22:32
7
მეცმეორე ვარიანტი მგონია
giorgi
16 ივლისი 2019 22:26
2
საბურთალო მიდი მიაწექი
kogosmodzule
16 ივლისი 2019 22:25
4

სიახლეები პოპულარული