კატასტროფა - "საბურთალომ" პირველი ტაიმი "შერიფთან" 0:3 წააგო!

AutoSharing Option
16 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის პირველ ტაიმში "საბურთალომ" "შერიფთან" 0:3 წააგო.

გასვლაზე 3:0-ის მოგების შემდეგ, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სტუმართა კოსოვოელმა ნახევარმცველმა ლაფიტიმ დებიუტშივე გახსნა ანგარიში. შემდეგ მარგველაშვილმა განივი გადაცემისას ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მე-11 წუთზე კი კამერუნელმა თავდამსხმელმა ტამბემ ანგარიში 0:3 გახადა.

"საბურთალომ" სტუმრად მოპოვებული უდიდესი უპირატესობა 11 წუთში გაანიავა, რასაც კატასტროფის გარდა, სხვა სახელი ძნელია უწოდო. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო.

საქართველოს ჩემპიონმა სახიფათო იერიშებით უპასუხა და ორი მომენტი ვერ
გამოიყენა.

დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და გუნდები შესვენებაზე 0:3-ზე გავიდნენ.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - შერიფი
გოლები: 0:1 ლაფიტი (3), 0:2 მარგველაშვილი (7, საკ. კარში), 0:3 ტამბე (11)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, გონსალვესი, დიასამიძე, ალთუნაშვილი, გორგიაშვილი, კოხრეიძე, როლოვიჩი

შერიფი: მიკულიჩი, მუზეკი, პალჩიჩი, კრისტიანო, ანტონი, გორდიენკო, ლაფიტი, ტამბე, ბობანი, კენდიში, ნ'დიაე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
მწვრთელმა მოუგო ვიზავის მეორე ტაიმი. რაც შეეხება შეცდომებს 2 და 3 გოლი აშკარად კაპიტნის სინდისზეა, პირველი ელემენტარულად უნდა მოეგერიებინა, მეორე კი წესია - თუ ვერ ასწრებ ბურთზე მისვლას პოზიციაზე უნდა დადგე (გავარდა ფლანგზე და წააგო ნახტომი, რაც ისედაც ცხადი იყო და ვერ გადაეწყო დაცვა) და ასევე ზედმეტად ათრევდა ბურთს, შესაბამისად ბევრჯერაც დაკარგა. 5 ნაბიჯიდან აცილებას კი იშვიათი ნიჭი უნდა, თუმცა მაინც კმაყოფილი ვარ და იმედია შეცდომებს აღარ გავიმეორებთ. პ.ს. სათადარიგო სკამი ძაან მოკლე გვაქვს და აუცილებელია ერთი/ორი მოთამაშის დამატება.
თაზო
00:16 17-07-2019
0
aekrdzalos sazogadobriv mauwyebels translireba fexburtis sitbii...vulocav bichebs
shoti
00:02 17-07-2019
6

სიახლეები პოპულარული