მატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "საბურთალო" შერიფთან" 1:3 დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდა.

გასვლაზე 3:0-ის მოგების შემდეგ, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სტუმართა კოსოვოელმა ნახევარმცველმა ლაფიტიმ დებიუტშივე გახსნა ანგარიში. შემდეგ მარგველაშვილმა განივი გადაცემისას ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მე-11 წუთზე კი კამერუნელმა თავდამსხმელმა ტამბემ ანგარიში 0:3 გახადა.

"საბურთალომ" სტუმრად მოპოვებული უდიდესი უპირატესობა 11 წუთში გაანიავა, რასაც კატასტროფის გარდა, სხვა სახელი ძნელია უწოდო. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო.

საქართველოს ჩემპიონმა სახიფათო იერიშებით
უპასუხა და ორი მომენტი ვერ გამოიყენა.

დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და გუნდები შესვენებაზე 0:3-ზე გავიდნენ.

მეორე ტაიმში "საბურთალომ" თამაში დაალაგა, შეუტია, ორჯერ ბურთი საჯარიმოში სტუმართა გუნდის ფეხბურთელებს მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ ჩათვალა. 59-ე წუთზე კი მარცხენა ფლანგიდან ლაკვეხელიანის ჩაწოდებულ ბურთს როლოვიჩმა მიკულიჩის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

ტირასპოლელებს ქართველი ფეხბურთელების შეჩერება უჭირდათ. 72-ე წუთზე პალჩიჩმა აქტიური კოხრეიძე მოცელა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა.

მერე კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი გაბედავამ დაარტყა და ოდნვ ააცილა მიზანს, დნესტრისპირელებს კი მიგინეიშვილმა ორჯერ არ დაანება გოლის გატანა.

კომპენსირებულ დროში კოხრეიძემ ცარიელი კარის წინ დიასამიძეს უპასა, ამ უკანასკნელმა ჩინებული მომენტი ვერ გამოიყენა და მატჩიც ჩამთავრდა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგეს, ზაგრების "დინამოს" 23 და 30 ივლისს შეხვდება, რომელიც ასეთ თამაშსა და ამდენ შეცდომას არც ერთ შემთხვევაში არ გვაპატიებს.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - შერიფი 1:3
გოლები: 0:1 ლაფიტი (3), 0:2 მარგველაშვილი (7, საკ. კარში), 0:3 ტამბე (11), 1:3 როლოვიჩი (59)
გაძევება: პალჩიჩი (72)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, გონსალვესი (შინდგორიძე 81), დიასამიძე, ალთუნაშვილი (ტერა 70), გორგიაშვილი, კოხრეიძე, როლოვიჩი (გაბედავა 77)

შერიფი: მიკულიჩი, მუზეკი, პალჩიჩი, კრისტიანო, ანტონი (ჟაჩი 83), გორდიენკო (პალიჩი 69), ლაფიტი, ტამბე, ბობანი (რიბეირო 69), კენდიში, ნ'დიაე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 40 /
გილოცავთ ყველას
gio
16 ივლისი 2019 23:34
0
ეს მსაჯი რას გვერჩოდა?
...
16 ივლისი 2019 23:33
5
აბა სად ხართ ახლა ის ხალხი, პირველი ტაიმის მერე რომ წერდით გაყიდულია ესო და აგინებდით ყველას.. გაყიდეს და მაინც გავიდნენ შემდეგ ეტაპზე ხომ?? გაყიდულიო რომმ წერთ ეგ დრო აღარაა. მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგაზე
ზუზუ
16 ივლისი 2019 23:33
14
მე-11 წუთზე 0-3 ანგარიშს იცი რა კოეფიციენტი ექნებოდაა აქ მთლიანი თამაში კი არა გოლები გაიყიდა უბრალოდ
goga
17 ივლისი 2019 08:45
5
შეიძლება რამოდენიმე ფეხბურთელი იყო მოსყიდული ,ან მისი ინიციატივით გაყიდეს
paladin
17 ივლისი 2019 00:33
23
სირცხვილი!
თემო
16 ივლისი 2019 23:32
33
რა არის თემო სირცხვილი,ის,რომ განწირული თამაში შემოატრიალეს?დედაც რომ დაიფიცო,დაგიჯერებს ვინმე,რომ შენ,მათზე მეტად გინდოდა გამარჯვება?ბიჭებმა ისეთი გამოცდილება მიიღეს,რომ სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრებათ და თან სიტუაციიდან გამოძვრომა მოახერხეს.შენ ეს,პატარა ამბავი გგონია?აგერ პსჟს რა დაემართა ბარსელონაში,ან ბარსელონას რომში.კიდევ რამდენია ასეთი შემთხვევა.რა ოსტატობა ეკლდათ თუ გამოცდილება?მაგრამ მაინც დაემართათ.მილანი ლივერპულის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენე,მილანი 3-0 ს რომ უგებდა და აბსოლიტურ უპირატესობას ფლობდა თამაშშიც,მაგრამ შემთხვევით ერთი გოლი გაუშვეს და 8 წუთში კიდევ ორი,შემდეგ კი მთლიანადაც წააგეს პენალტებში.საბურთალოს აქამდე საქართველოშიც კი არ ჰქონია რაიმე ტიტული,ჩემპიონობა პირველი ტიტულია და ეს ყველაფერი ახალგაზრდა ბიჭებისათვის,ყველანაირად პირველია.ქება და დიდება მათ და მწვრთნელს,რომ შეძლეს თამაშში დაბრუნება და შემობრუნება,თან მსაჯობაც ხიმ ნახეთ რა იყო.ვულოცავ საბურთალოს ამ მატჩში თავის თავზე გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ ზაგრებთანაც.ზაგრებში თამაში მაყურებლის გარეშე ჩაივლის და ეს, ჩვენთვის დამატებითი შანსია
სოსო
17 ივლისი 2019 09:52
0
სირცხვილი ისინი ხართ, ამ ვითომ ჟურნალისტებიან საფეხბურთო სპეციალისტებიანად, რომლებიც ასე ნაადრევი, აღტკინებული სიხარულით ულოცავენ ხოლმე პირველი ეტაპის პირველი მატჩის მოგებას.
ოდალა
17 ივლისი 2019 00:19
3
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული