"შერიფთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვლიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის (1:3) შემდეგ კომენტარი "საბურთალოს" თავდამსხმელმა გიორგი გაბედავამ გააკეთა.
"ახლაც ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში. ამას ყველაზე ცუდ სცენარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით. ძალიან მძიმე დარტყმა იყოს ეს მთელი გუნდისთვის.
რაც მთავარია, მეორე ტაიმში შევძელით ძალების გამონახვა. ყველა ფეხბურთელმა საკუთარ თამაშში შეიტანა გარდატეხა და მეორე ტაიმში დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
გატანილი გოლის გარდა, კიდევ გვქონდა რამდენიმე კარგი მომენტი. სამწუხაროდ, მათი გამოყენება ვერ შევძელით. თუმცა, რაც მთავარია, კარგია, რომ ეს თამაში ჩვენთვის სასარგებლოდ დამთავრდა".

ორი მატჩის ჯამში "საბურთალო" შემდეგ ეტაპზე გავიდა და ზაგრების "დინამოს" შეხვდება.