გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში

AutoSharing Option
"შერიფთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვლიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის (1:3) შემდეგ კომენტარი "საბურთალოს" თავდამსხმელმა გიორგი გაბედავამ გააკეთა.

"ახლაც ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში. ამას ყველაზე ცუდ სცენარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით. ძალიან მძიმე დარტყმა იყოს ეს მთელი გუნდისთვის.

რაც მთავარია, მეორე ტაიმში შევძელით ძალების გამონახვა. ყველა ფეხბურთელმა საკუთარ თამაშში შეიტანა გარდატეხა და მეორე ტაიმში დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

გატანილი გოლის გარდა, კიდევ გვქონდა რამდენიმე კარგი მომენტი. სამწუხაროდ, მათი გამოყენება ვერ შევძელით. თუმცა, რაც მთავარია, კარგია, რომ ეს თამაში ჩვენთვის სასარგებლოდ
დამთავრდა".

ორი მატჩის ჯამში "საბურთალო" შემდეგ ეტაპზე გავიდა და ზაგრების "დინამოს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კოხრეიძე კიდევ რაღაცას გავდა,მარგველაშვილი -5შენელებული კადრია,ამას თუ თამაში ჰქვია,რომ ჰკითხოთ ბარსელონას გაქაჩავენ დიასამიძემ,რომ გამაზა ყველას შეძლება დაემართოს მაგრამ,მოკლედ ძალიან ცუდი,ისე არც შერიფი უქნია გამჩენს,ვნახოთ ზაგრებთან,სულ წუწუნი ხომ არ შეიძლება,არავინ ითხოვს ლივერპულს მოუგეთო,ფეხბურთი ითამაშეთ შენელებული კადრებივით,რომ მოძრაობთ რა გახდა ფიზიკური მომზადება ან მწვრთნელები მოიწვიეთ ან სტაჟირებაზე გაუშვით ვინმე,ფული ფული,არ გვაქ და ტირიან მომდგარი,ხალხი არ დადისო,დაიწყეთ.ნორმალურად თამაში და მოვა ხალხი აბა პორნოგრაფიას ინტერნეტითაც ვუყურებთ თუ ვინმეს ეწყინა ცივი წყალი დალიეთ,ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მშვენიერი ხელფასებიც გაქვთ,შერიფიც ერთი ტაიმის გუნდი ყოფილა,ბოლოს ვეღარ მოძრაობდნენ
გოჩა
17 ივლისი 2019 02:58
2
ვერანაირად ვერ საგეთანხმები ფიზიკურ მომზადებაში. უმეტესი გუნდი მშვენივრად დარბოდა, ფაქტია რომ შერიფს უფრო ათლეტური გუნდი ჰყავს და მაღლებიც არიან უმეტესად, მაგრამ საბურთალომ რო სიჩქარეებს მოუმატა კარგადაც დაღალა ისინი. ჩვენი ბიჭების პრობლემა იყო გამოუცდელობა და ამის გამო დაგვემართა პირველი ტაიმი, გაუშვეს სწრაფად და დაიბნენ ბატებივით. ბიჭები ზაგრებთანაც დადებენ ჯიგარს და გთხოვთ ყველას გვერდში დავუდგეთ მათ.
Tornike
17 ივლისი 2019 07:58
1
Tvalebi kargad gaaget mwvrtnelian motamasheebianat. Klasi es aris mtavari problema da ara baqi buqoba
Palanga
17 ივლისი 2019 01:18
1
შენ თუ ვერ გაგიგია როგორ გაუშვით 10 წუთში 3 გოლი იმ გუნდთან, რომელსაც გასვლაზე 3:0 მოუგეთ აბა გულშემატკივარმა რაღა უნდა თქვას? იმედია გაათვითცნობიერეთ საბურთალოს ფეხბურთელებმა ის, რომ ასეთი თამაშით საბურთალოს ადგილი ჩემპიონთა ლიგაზე არ არის?
ლუკა
17 ივლისი 2019 00:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული