გიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალომ" ორი მატჩის ჯამში ტირასპოლის "შერიფი" 4:3 დაამარცხა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პრესკონფერენციაზე კომენტარი მისმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა.

"პირველი ათი წუთის გამო გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. მადლობა ფეხბურთელებს, რომ მეორე ტაიმში საკუთარი თამაში აჩვენეს და შედეგს მიაღწიეს.

გასახდელში ბიჭებს ვუთხარი, რომ თავიანთი თამაში უნდა ეთამაშათ. პირველ ტაიმში ჩვენი ფეხბურთი არ გვიჩვენებია - ბევრი გრძელი პასი იყო, დაცვიდან თავდასხმაში პირდაპირ ხშირად გადავდიოდით. მეორე ტაიმში მეტოქეს მოთამაშე გაუძევეს, ეს ჩვენი დამსახურებაცაა. მეორე ნახევარში ფეხბურთელები დამშვიდდნენ და თავიანთი თამაში აჩვენეს.

"შერიფს" ჩვენზე
დიდი ფინანსური რესურსი აქვს და უკეთესი მოთამაშეების ჩამოყვანა შეუძლია, თუმცა ჩვენ ჩვენივე აღზრდილი ნიჭიერი ფეხბურთელებით ვჯობივართ.

მაგალითად, რიბეიროს გადაბირება მეც მინდოდა და მათაც. სხვაობა ესაა, ისინი ყიდულობენ, ჩვენ ვეძებთ უკლუბო მოთამაშეებს. ჩემპიონატის მომენტიცაა.

ხორვატიის დონის ქვეყანა რომ გავხდებით და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვითამაშებთ, მაშინ შეგვიძლია შევეჯიბროთ მათ. აქ სხვა განზომილებაა. ახლავე ვამბობ, ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს ბარიერი დავძლიოთ. არც "შერიფთან" გვეგონა, რომ გავიდოდით, მაგრამ ღვთის წყალობით, შემდეგ ეტაპზე გავედით".




მკითხველის კომენტარები / 22 /
ყველას გილოცავთ შემდეგ ეტაპზე გასვლას! რა სისწრაფეებზეც "შერიფმა" პირველი 10 წუთი ჩაატარა, რომ არ დაღლილიყვნენ და იგივე ტემპი თამაშის ბოლომდე შემოეთავაზებინათ ჩვენი ბიჭები ვერ გაუძლებდნენ. უკვე რამდენი წელია ქართულ კლუბებს ვთავაზობ მაღალ ტემპში 2 ტაიმის თამაშისათვის საჭირო სირბილის ტექნიკის სწავლებას, მაგრამ ეტყობა ჯერ არ სჭირდებათ. "საბურთალოს" კი შემდეგი ეტაპის გავლას ვუსურვებ!
გუჯა კახაძე
10:10 17-07-2019
0
ყოჩაღ მაინც ბიჭებო ყოჩაღ.
ddgfdf
02:52 17-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული