"ამ ბიჭს არამარტო ნიჭი, ხასიათიც აქვს" - ორი ქართველი პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში

AutoSharing Option
გამოცემა Sport-express.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც ადგილი ორ ქართველ ფეხბურთელს - გია გრიგალავას და ხვიჩა კვარაცხელიას ერგო.

პირველმა მათგანმა მოსკოვის "დინამოსთან" შეხვედრაში (1:1) გაიტანა და საკუთარ გუნდს ქულა მატჩის მიწურულს, 84-ე წუთზე გადაურჩინა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან "რუბინის" რიგებში სადებიუტო შეხვედრა ყოფილი კლუბის, მოსკოვის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ჩაატარა.

ცვლილებაზე შემოსულმა ქართველმა, რომელმაც თანამემამულე ზურიკო დავითაშვილი შეცვალა, გოლის გატანა მოახერხა.

Sportall.Ge

აი, რას წერს Sport-express-ი ხვიჩას შესახებ:

"ყოფილი კლუბი დასაჯა, მაგრამ გოლი არ აღნიშნა. "ლოკომოტივის" მიერ შემოთავაზებული 1+3
ფორმატის ხელშეკრულებით კმაყოფილი არ იყო, მაგრამ ამ ამბავში მისი აგენტებიც არიან გარეულები.

ქართველ ნახევარმცველს "ლოკოს" გულშემატკივრები ცივად შეხვდნენ და მის შემოსვლაზე სტვენა დაიწყეს.

ხვიჩა ისე მოიქცა, როგორც ნამდვილი ფეხბურთელი: შემოსვლიდან რამდენიმე წუთში გაიტანა, ყოფილ კლუბს 2 ქულა წაართვა და არანაკლებ მოულოდნელად, გოლი არ აღნიშნა.

მატჩის დასრულების შემდეგ კი არც გულშემატკივართა ტრიბუნასთან მისვლას შეუშინდა. როგორც ჩანს, ამ ბიჭს არამარტო ნიჭი, ხასიათიც აქვს", - ვკითხულობთ Sport-express-ზე.

altხვიჩა კვარაცხელიამ "ლოკომოტივს" გოლი გაუტანა, "რუბინს" ქულა მოუპოვა და არ აღნიშნა! [VIDEO]

altგია გრიგალავამ ბურთი ცაციათი ტყვიასავით ჩააჭედა და "არსენალს" ქულა მოუპოვა [VIDEO]


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
გეთანხმები მთლიანად,გამიხდა მაგიც ბეკენბაუერი,მეგრული თუ იცის მაინც,ჯანოს დედა რუსი ჰყავს,მაგრამ უარი უთხრა რუსებს იმიტომ,რომ ჯიგარია,გრიგალავასეც უარი უთქვამს და რით არი მაგაზე ნაკლები,ვენაცვალე მის გამზრდელს,ნახავთ ევროპაზეც გავალთ და ჩემპიონებიც გავხდებით,სერიოზულად,მოვა მაგის დროც,გიგზს ვინმე ეტყოდა უარს ინგლისის ნაკრებში მაგრამ უელსის ნაკრებში თამაშობდა,ახლა წიტაიშვილზე.მიდის ერთი ამბავი,მისი გადასაწყვეტია უკრაინას თუ აირჩევს,ხვეწნა მუდარა არაა საჭირო,გაფაწყვიტონ თვითონ,ცუდი არავისთვის არ მინდა,უბრალოდ ჩვენ ჩვენსას უნდა მივხედოთ.
გოჩა
17:30 17-07-2019
2
და საიდან მოიტანე მეგრელი ვარო რომ ტკვა.
vaxo
17:30 17-07-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული