"მეგონა, დალეწილი იყო იქაურობა" - რა მდგომარეობაში დატოვეს ლუქსემბურგელებმა "დინამო არენის" გასახდელი?

AutoSharing Option
ფოტოგრაფი თამარ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც "ჩიხურასა" და "ფოლა ეშის" მატჩის შემდეგ ლუქსემბურგელთა გასახდელია გამოსახული.

"დღეს საერთოდ არ ვაპირებდი "ფოლა ეშის" გასახდელში შესვლას. უბრალოდ, როცა "დინამო არენის" თანამშრომლებმა დამიძახეს, მოდი, ნახე, რა ხდებაო, გამომდინარე იქიდან, რომ მწვრთნელმა თამაშამდე და თამაშის შემდეგ ბევრი "იბუინა", მეორე გოლის შემდეგ კიდევ გუნდის მეკარე მოგვიტრიალდა და ჩვენ გვაგინა (ფოტოგრაფების ზოლს), მეგონა, დალეწილი იყო იქაურობა.

ჰოდა, დავრჩი ფრიად გაკვირვებული, როცა ასე გაწიკწიკებული გასახდელი დამხვდა. მერე დაცვის ბიჭებმა თქვეს, ცელოფნებით თავიანთი ნაგავი თავად გაიტანესო... ლუქსემბურგი ჩვენზე
პატარა ქვეყანაა, ბევრად პატარა და არ მგონია, ჩვენზე მდიდარი ისტორია ჰქონდეს", - წერს ჯიშკარიანი Facebook-ის პირად გვერდზე.

Sportall.Ge

საჩხერის "ჩიხურამ" მეტოქე 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე შოტლანდიურ "აბერდინსა" და ფინურ "როვანიემს" შორის გამარჯვებულს შეხვდება, რომლებიც ურთიერთობას დღეს გაარკვევენ.

altსოსო ფრუიძის პრაგმატულმა "ჩიხურამ" "ფოლას" ბარიერი უპრობლემოდ გადალახა [VIDEO]

altრამდენი მილიონი ლარი და სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა "ჩიხურამ" ევროპა ლიგაზე?

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
რამოდენიმე წელია სასტუმრო ბიზნეს ვეწევი და სუფთად დატოვებული ევროპელისგან და იაპონელისგან ძალიან იშვიათად მახსოვს ასე რომ არ არის მასე თქვენ რომ გგონიათ. ლუქსემბურგელები ბევრი არ მყოლია, ამიტომ ვერ ვიტყვი მაგრამ მათი ახლობელი ჰოლანდილეებიისგან სულ სიბინძურე რჩება.
niko
02:45 19-07-2019
4
როგორც გაირკვა, დიდი ისტორია არაფერ შუაშია დიდ კულტურასთან.მაგალითი თვალწინ გაქვთ.
status quo
19:44 18-07-2019
0

სიახლეები პოპულარული