რანაირად?! - "შერიფის" ფეხბურთელი: "საბურთალოზე" უკეთესი გუნდი ვართ

AutoSharing Option
ტირასპოლის "შერიფის" ხორვატმა მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა და ასევე ხორვატმა ლეგიონერმა გაბრიელ ბობანმა ხორვატიულ გამოცემა 24sata.hr-ს ინტერვიუ მისცეს და "საბურთალოსთან" გამართულ დაპირისპირებაზე საკუთარი აზრები გამოთქვეს.

ასევე, ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ზაგრების "დინამოსა" და "საბურთალოს" მომავალ შეხვედრებზეც გააკეთეს კომენტარი.

"არ იდარდოთ, "დინამოს" ქართველებთან არანაირი პრობლემა არ ექნება, კლასში საკმაოდ დიდი სხვაობაა. მათ სასარგებლოდ შანსები 80:20-ზე გახლავთ.

თბილისში 10 წუთში უკვე 3:0 ვიგებდით, თუმცა შემდეგ პრობლემები შეგვექმნა და შემდეგ ეტაპზე "საბურთალო" გავიდა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ჩვენ ქართველებზე უკეთესი გუნდი ვართ, თუმცა
პირველ შეხვედრაში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ამის გამოსწორება რთული იყო.

"საბურთალო"? საერთოდ ვერაფრით ვერ გამაკვირვა. "დინამო" მათ ადვილად მოუგებს. პირველ მატჩში ფეხბურთის თამაშს ცდილობდნენ, პასებით თამაშს. მეორე შეხვედრაში კი საერთოდ ვერაფერი გააკეთეს. მე-4 გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი გვქონდა, თუმცა ვერ მოვახერხეთ და "საბურთალო" შემდეგ რაუნდში გავიდა.

მათ ერთი საინტერესო ფეხბურთელი ჰყავთ, 10 ნომერი გიორგი კოხრეიძე. ის დაბალია, მსუბუქი, სწრაფი და კარგი დრიბლინგი აქვს. ის "საბურთალოს" საუკეთესო ფეხბურთელია. ის მარჯვენა გარემარბად თამაშობს და მთელი გუნდი მასზეა აწყობილი. დანარჩენი ფეხბურთელები მის დონეზე არ არიან.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვითამაშეთ. კარგი მინდორია, ტრიბუნები ყველა მხრიდან არის. საფარი "დინამოს" ფეხბურთელებს პრობლემებს არ შეუქმნის. მინდა გითხრათ, რომ პრობლემებს არც ატმოსფერო შექმნის, რადგან იქ ცეცხლოვანი გულშემატკივრები არ არიან. ერთადერთი, რაც თბილისში არ მომეწონა, ეს მაღალი ტენიანობა გახლდათ, თუმცა ესეც დიდი არაფერია", - განაცხადა გაბრიელ ბობანმა.

თავისი ფეხბურთელის მსგავსი პათოსი გააგრძელა "შერიფის" მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა.

"თუ "დინამო" საქმეს სერიოზულად მიუდგება, არანაირი პრობლემა არ ექნება. "საბურთალოს" ორი სახიფათო ფეხბურთელი ჰყავს (კოხრეიძე და ტერა). ისინი ფლანგებზე თამაშობენ, სწრაფად იცვლიან პოზიციებს, თუმცა გუნდის დანარჩენი ნაწილი საშუალო დონისაა. მე ვნახე "დინამოსა" და "რიიეკას" შეხვედრა. ამ დონის თამაშითაც კი "საბურთალოს" ზაგრების "დინამოსთან" არანაირი შანსი არ აქვს.

"ლურჯებს" თბილისში არაფრის უნდა შეეშინდეთ. არც მოედნის, არც ატმოსფეროსი. ჩვენ 5000 მაყურებლის წინაშე ვითამაშეთ. "შერიფი" ახლა შევიკრიბეთ, 6 ფეხბურთელი კლუბში 20 დღის წინ მოვიდა და ამ შეხვედრებისთვის მზად არ ვიყავით. მიუხედავად ამისა, ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვეძლო, რომ არა სახლში ისე ცუდად ჩატარებული შეხვედრა", - აღნიშნა "შერიფის" მთავარმა მწვრთნელმა.

"საბურთალოსა" და ზაგრების "დინამოს" შორის პირველი შეხვედრა თბილისში, 23 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა კი - ზაგრებში, 30 ივლისს.

altმატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]

alt"შერიფის" მწვრთნელი: გიორგი კოხრეიძე "საბურთალოს" საუკეთესო ფეხბურთელია, მატჩის შემდეგ ვესაუბრე

altგიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 34 /
თუ არაფერი ვიყავით, აგერ იყო ბურთი და მოედანი, შეგეძლოთ დაგემტკიცებინათ. სხვა მხრივ მეტი საუბარი პატარა კაცობა მგონია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ამათ თავი ზაგრების დინამოს მეორე გუნდი გონიათ. ამას ევროპელი არ იკადრებს ეს პოსტსაბჭოთა გამოძახილია.
ქომაგი
18 ივლისი 2019 16:45
0
ხოდა გავავსოთ სტადიონი, მხურვალედ ვუქომაგოთ ჩვენს გუნდს და კიდევ ერთი მოულოდნელობა (უსიამოვნო) შევთავაზოთ მეტოქეს!
-_-
18 ივლისი 2019 19:54
1
იმდენი თანხა რომ ჩაიდოს საბურთალოში რასაც თქვენ გახარჯავენ მომავალ წელს თქვენს მოედანზე უკვე 6:0 მოგიგებთ, ტრანსფერმარკეტზე შერიფის საერთო ღირებულება 11 მილიონს უახლოვდება საბურთალოსი 6 მილიონია მაგრამ ეხლა რომ განახლდება ფასები მერე ნახეთ თუ არ გადაგასწროთ საბურთალომ. თქვენი საუკეთესო ფეხბურთელი ის კამერუნელი თავდამსხმელი გვარს ვერ ვიხსენებ იმის ნახევარიც აღარ ეღირება რაც კოხრეიძეს ფასი აიწევს
იაგო
18 ივლისი 2019 17:02
1
ჩემი შერიფი ჩეიდევით ორივემ
მიშა
18 ივლისი 2019 17:06
0
ხო და შევქმნათ მესხხე ცეცხლოვანი ატმოსფერო! მთლად ცრვენა ზვეზდას სტადიონს ვერ დავამსგავსებთ რა თქმა უნდა, მაგრამ გავავსოთ მაინც...
Vakhtang Lobzhanidze
18 ივლისი 2019 16:54
0
ეხლა რო სტაიონი პირთამდე გაივსება რადუნდა ლაპარაკი, კაია რომ კიდე არ გვაფასებენ ეს ჩვენი კოზირი კიდე იქნება.
gio
18 ივლისი 2019 18:04
0
ჰოდა "მიგვაკოზირებენ" კიდეც )))))))))
თერძი ბესო
18 ივლისი 2019 18:24
17
ხომ შეგისრულათ ჭიაბრიშვილმა, იძახეთ ახლა უკეთესი, ვენაცვალე მაგას და ბიჭებს ჩაყუჩდით, არაფრის მაქნისები არ ხართ.
ზაზა
18 ივლისი 2019 18:04
0
რა ტრიპაჩა ხალხია ეს ხორვატები,არიქადა ჩვენ ვართ რაც ვართო.საბურთალოს ბრალია რომ ქაქანებს ეს მწვრთნელუკა ამდენს
H. B.
18 ივლისი 2019 16:53
0
საქართველოში ცეცხლოვანი გულშემატკივრები არ არიანო, გაიგეთ რა თქვა?
აუცილებლად უნდა გავცეთ ამას საკადრისი პასუხი - "დინამო" ზაგრებთან უნდა იყოს სრული ანშლაგი! არ დაიზაროთ არავინ სტადიონზე მოსვლა, ერთად გავუგზავნოთ იქიდან მოკითხვა "შერიფის" ხორვატებს!
უნივერსალი
18 ივლისი 2019 17:17
0
საკუთარ თავებს მიხედოს ყველამ, ის ჯობია. გავარდნენ და არ იციან რა თქვან. მოეგოთ და არ ექნებოდათ ზაგრების სანუგეშოდ საქმე....
ჯეკო
18 ივლისი 2019 19:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული