რანაირად?! - "შერიფის" ფეხბურთელი: "საბურთალოზე" უკეთესი გუნდი ვართ

AutoSharing Option
ტირასპოლის "შერიფის" ხორვატმა მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა და ასევე ხორვატმა ლეგიონერმა გაბრიელ ბობანმა ხორვატიულ გამოცემა 24sata.hr-ს ინტერვიუ მისცეს და "საბურთალოსთან" გამართულ დაპირისპირებაზე საკუთარი აზრები გამოთქვეს.

ასევე, ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ზაგრების "დინამოსა" და "საბურთალოს" მომავალ შეხვედრებზეც გააკეთეს კომენტარი.

"არ იდარდოთ, "დინამოს" ქართველებთან არანაირი პრობლემა არ ექნება, კლასში საკმაოდ დიდი სხვაობაა. მათ სასარგებლოდ შანსები 80:20-ზე გახლავთ.

თბილისში 10 წუთში უკვე 3:0 ვიგებდით, თუმცა შემდეგ პრობლემები შეგვექმნა და შემდეგ ეტაპზე "საბურთალო" გავიდა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ჩვენ ქართველებზე უკეთესი გუნდი ვართ, თუმცა
პირველ შეხვედრაში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ამის გამოსწორება რთული იყო.

"საბურთალო"? საერთოდ ვერაფრით ვერ გამაკვირვა. "დინამო" მათ ადვილად მოუგებს. პირველ მატჩში ფეხბურთის თამაშს ცდილობდნენ, პასებით თამაშს. მეორე შეხვედრაში კი საერთოდ ვერაფერი გააკეთეს. მე-4 გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი გვქონდა, თუმცა ვერ მოვახერხეთ და "საბურთალო" შემდეგ რაუნდში გავიდა.

მათ ერთი საინტერესო ფეხბურთელი ჰყავთ, 10 ნომერი გიორგი კოხრეიძე. ის დაბალია, მსუბუქი, სწრაფი და კარგი დრიბლინგი აქვს. ის "საბურთალოს" საუკეთესო ფეხბურთელია. ის მარჯვენა გარემარბად თამაშობს და მთელი გუნდი მასზეა აწყობილი. დანარჩენი ფეხბურთელები მის დონეზე არ არიან.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვითამაშეთ. კარგი მინდორია, ტრიბუნები ყველა მხრიდან არის. საფარი "დინამოს" ფეხბურთელებს პრობლემებს არ შეუქმნის. მინდა გითხრათ, რომ პრობლემებს არც ატმოსფერო შექმნის, რადგან იქ ცეცხლოვანი გულშემატკივრები არ არიან. ერთადერთი, რაც თბილისში არ მომეწონა, ეს მაღალი ტენიანობა გახლდათ, თუმცა ესეც დიდი არაფერია", - განაცხადა გაბრიელ ბობანმა.

თავისი ფეხბურთელის მსგავსი პათოსი გააგრძელა "შერიფის" მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა.

"თუ "დინამო" საქმეს სერიოზულად მიუდგება, არანაირი პრობლემა არ ექნება. "საბურთალოს" ორი სახიფათო ფეხბურთელი ჰყავს (კოხრეიძე და ტერა). ისინი ფლანგებზე თამაშობენ, სწრაფად იცვლიან პოზიციებს, თუმცა გუნდის დანარჩენი ნაწილი საშუალო დონისაა. მე ვნახე "დინამოსა" და "რიიეკას" შეხვედრა. ამ დონის თამაშითაც კი "საბურთალოს" ზაგრების "დინამოსთან" არანაირი შანსი არ აქვს.

"ლურჯებს" თბილისში არაფრის უნდა შეეშინდეთ. არც მოედნის, არც ატმოსფეროსი. ჩვენ 5000 მაყურებლის წინაშე ვითამაშეთ. "შერიფი" ახლა შევიკრიბეთ, 6 ფეხბურთელი კლუბში 20 დღის წინ მოვიდა და ამ შეხვედრებისთვის მზად არ ვიყავით. მიუხედავად ამისა, ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვეძლო, რომ არა სახლში ისე ცუდად ჩატარებული შეხვედრა", - აღნიშნა "შერიფის" მთავარმა მწვრთნელმა.

"საბურთალოსა" და ზაგრების "დინამოს" შორის პირველი შეხვედრა თბილისში, 23 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა კი - ზაგრებში, 30 ივლისს.

altმატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]

alt"შერიფის" მწვრთნელი: გიორგი კოხრეიძე "საბურთალოს" საუკეთესო ფეხბურთელია, მატჩის შემდეგ ვესაუბრე

altგიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 34 /
თუ არაფერი ვიყავით, აგერ იყო ბურთი და მოედანი, შეგეძლოთ დაგემტკიცებინათ. სხვა მხრივ მეტი საუბარი პატარა კაცობა მგონია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ამათ თავი ზაგრების დინამოს მეორე გუნდი გონიათ. ამას ევროპელი არ იკადრებს ეს პოსტსაბჭოთა გამოძახილია.
ქომაგი
16:45 18-07-2019
0
ხოდა გავავსოთ სტადიონი, მხურვალედ ვუქომაგოთ ჩვენს გუნდს და კიდევ ერთი მოულოდნელობა (უსიამოვნო) შევთავაზოთ მეტოქეს!
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული