"ენგორდანისა" და "დინამოს" პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა

AutoSharing Option
18 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის პირველი ტაიმი "ენგორდანსა" და "დინამოს" შორის 0:0 დასრულდა.

თბილისში 6:0 გამარჯვება "დინამოს" მშვიდად ყოფნის საფუძველს აძლევდა და მწვრთნელმა ფელის ვისენტემ თქვა, რომ შეიძლებოდა ანდორაში შანსი ახალწვეულებისთვის მიეცა. ასეც მოიქცა.

პირველი ტაიმი საშუალო ტემპში მიმდინარეობდა, მცირე უპირატესობას "დინამო" ფლობდა, უფრო მწვავედ და ხშირად უტევდა, რამდენიმე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ხან ჩვენი შემტევები ვერ ვარგობდნენ დამაგვირგვინებელ ფაზაში და ხან მეკარე რუბიო იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

მე-40 წუთზე კი მასპინძლებს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, როდესაც საჯარიმო შეასრულეს და
პერალესმა იხსნა თავისი გუნდი.

ანდორა. "კომუნალი"
ენგორდანი - დინამო

ენგორდანი: რუბიო, ბრიტო, რუისი, ბოუჰარმა, სპანო, ლაფონტი, სოარესი, აგუერო, სერა, გომესი, ფერე

დინამო: პერალესი, რუხაია, მეჯუბი, კობოური, კაპლიენკო, ქარდავა, ზარია, შულაია, დაფე, შიშკა, კუტალია

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული