გაირკვა "ჩიხურას" მეტოქე ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე - "აბერდინი".
შოტლანდიურმა გუნდმა პირველ მატჩში, რომელსაც "პიტორდის" 22 199-იან სტადიონზე 14 377 მაყურებელი დაესწრო, 2:1 მოუგო "როვანიემის" (გოლები მაკგინიმ და კოსგროუვმა გაიტანეს) და გუშინ ფინეთშიც ასეთივე ანგარიშით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. დებიუტში მასპინძლები დაწინაურდნენ, 26-ე წუთზე კოსგროუვმა ანგარიში პენალტით გაათანაბრა, 90+4-ე წუთზე კი ფერგიუსონმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
"აბერდინმა" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ლუისი, კონსიდაინი, ლოგანი, ტეილორი, მაკენა, მაკგინი (რაიტი 87), ფერგიუსონი, კემპბელი, ჰედგესი, კოსგროუვი (მაინი 65), გალაჰერი
"აბერდინის" მწვრთნელი 48 წლის დერეკ მაკინესია (იხ. სურათი), რომელიც გუნდს 2013 წლიდან უდგას სათავეში.
"ჩიხურასა" და "აბერდინის" პირველი შეხვედრა 25 ივლისს შოტლანდიაში, განმეორებითი კი 1-ელ აგვისტოს თბილისში გაიმართება.