მაგალითი "საბურთალოს" - ხორვატიული "ჰაიდუკი" მალტურმა გუნდმა გამოაგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერი დაძლია, შემდეგ წრეში ზაგრების "დინამოს" შეხვდება და ზოგიერთს უკვე დაეუფლა პესიმისტური განწყობა - აქაოდა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქვეყნის წარმომადგენელთან უშანსოდ ვართო.

ჯერ ერთი, ერთია ნაკრები და მეორე კლუბი და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველა მეტ-ნაკლებად მაღალი დონის ხორვატი ფეხბურთელი საზღვარგარეთ თამაშობს. თანაც, რასისტული გამოხდომების გამო ზაგრების "დინამო" დასჯილია და საქართველოს ჩემპიონს ცარიელ სტადიონზე უმასპინძლებს.

და კიდევ: გუშინ ხორვატიის ცნობილი გუნდი "ჰაიდუკი" ევროპა ლიგიდან მალტის "გზირა იუნაიტედმა" გამოაგდო. თანაც, როგორ გამოაგდო!

გასვლაზე პირველი შეხვედრა
სპლიტელებს 2:0 ჰქონდათ მოგებული, სახლში საპასუხო მატჩშიც დაწინაურდნენ და ამის მერე სასწაული მოხდა, მალტელებმა 3 უპასუხო გოლი გაუტანეს (ბოლო 90+7-ე წუთზე), 3:1 გაიმარჯვეს და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

"საბურთალოსა" და ზაგრების "დინამოს" პირველი მატჩი 23 ივლისს თბილისში ჩატარდება, განმეორებითი კი - 30 ივლისს ზაგრებში.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს შავკანიანი ესეთი მაგარი გოლები რო გაიტანა მალტიდან რომელიმე ქართულ გუნდში დავიჯერო არ წამოვა?
ka
19 ივლისი 2019 19:33
0
ჰაჰას, ან კითხვა არ იცი,ან წაკითხულს ვერ აღიქვამ ადექვატურად-- ალბანეთის გუნდი კი არა,მალტის გუნდი ეწერა იქ,სადაც ეს წაიკითხე.
status quo
19 ივლისი 2019 16:24
0
Mashin mogvigia adekvaturebs
Ho
19 ივლისი 2019 17:50
0
კლასია ფხბურთში დღეს მთავარი და არა ბრძოლა და ომი თორე ეგრე მესის ბურთს საეროდ არ გააკარებდენ. კლასი კი ზაგრების დინამოს უფრო მაღალი აქვს და არც ხორვატები არიან უჟილკოები.ეგარი აქ მთავარი
zaza
19 ივლისი 2019 13:30
3
რადგან ალბანეთმა მოუგო, ამიტომ ჩვენც მოვიგებთ "გრამაფონში" წერია. მეორეც ალბანეთის ფეხბურთი ჩვენზე წინ არის და მესამეც ჰაიდუკი ზაგრებთან შედარებით სუსტია. საბურთალოს კოზირი არის პრესინგი მთელ მოედანზე და კარგი შემტევები. ეს უნდა გამოიყენოს და სისწრაფეებს მოუმატოს. თორე ჩვენი დაცვა სუსტია და ფსიქოლოგიურადაც გუნდს უჭირს. მაგ. პირველი თამაშის შემდეგ აშკარად თვითდაჯერება კმაყოფაში გადავიდა. ვიმეორებ, მხოლოდ სერიოზული ფიზიკურ-ფსიქოლოგიური მომზადების და გამართლების პირობებში შეიძლება გასვლა. ხოლო უმაყურებლობა ჩვენთვის კარგია, მაგრამ კოზირი არ არი.
ჰაჰა
19 ივლისი 2019 12:19
13
კაცურად სად წაიკითხე სიტყვა "ალბანური" ან ალბანური გუნდი?
patrioti
19 ივლისი 2019 15:06
0
რა შუაშია ალბანეთი,მალტაო ნალტა
ბაჩი
19 ივლისი 2019 14:58
0
ყველა გამოხმაურება
თამაშის მოგებაც და წაგებაც გასახდელიდან იწყება. ფსიქოლოგიურად არ გატყდეთ. ისინიც თქვენნაირი ბიჭები არიან თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეებით. ვაჟკაცებიც იმიტომ ხართ, რომ არ შედრკეთ და ღირსეულად ითამაშოთ! წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო. ბრძოლით და სწორი ტამაშით ყველაფერი გამოგივათ!!!
G.A.L.
19 ივლისი 2019 11:26
0
ასე იცის მეტოქის შეუფასებლობამ..
ჩვენ ამაში მაინც გაგვიმართლოს..
ქუთაისელი
19 ივლისი 2019 10:29
0
წარმატებები საბურთალოს, არცერთი გუნდი არ არის დაუმარცხებელი
irakli
19 ივლისი 2019 10:18
0
წარმატებები საბურთალოს, არცერთი გუნდი არ არის დაუმარცხებელი
irakli
19 ივლისი 2019 10:17
0
თავიდანვე ფარ-ხმალის დაყრა, ცხადია, არ ღირს. თუმცა ერთიც უნდა გავითვალიწინოთ - ჰაიდუკი წინა ჩემპიონატზე მე-4 ადგილზე გავიდა და ზაგრების დინამოს 30 ქულით ჩამორჩა, რაც ამ ორ გუნდს შორის კლასის სხვაობას ასახავს.
ნებისმიერ შემთხვევაში წარმატება "საბურთალოს"!
მივალ და ვუგულშემატკივრებ.
მიშა
19 ივლისი 2019 10:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული