ჩისკო: "გაბალასთან" შანსები 50/50-ზეა

AutoSharing Option
19 ივლისს, "ენგორდანთან" სტუმრად მოგებული (1:0) მატჩის შემდეგ თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჩისკო მუნიოსმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"რთული მატჩი გამოდგა. შეხვედრის მანძილზე საგრძნობ უპირატესობას ვფლობდით, თუმცა გაგვიჭირდა გოლის გატანა. მასპინძლები საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ განსაკუთრებული მონდომებით თამაშობდნენ.

საბოლოოდ მოვიგეთ მეორე შეხვედრაც და ასევე მახარებს, რომ ეს ყველაფერი გოლგაუშვებლად მოხდა. ჩვენი მომდევნო მეტოქე საკმაოდ ძლიერი "გაბალაა". შანსებს რაც შეეხება, 50/50 შევაფასებდი. ხვალიდან უკვე ვიწყებთ მზადებას "გაბალასთან" სათამაშოდ", - განაცხადა ჩისკომ.

თბილისის "დინამომ" ანდორული მეტოქე ორი მატჩის ჯამში 7:0 დაამარცხა და "გაბალას"
პირველ შეხვედრაში სტუმრად 25 ივლისს დაუპირისპირდება.

alt"დინამომ" "ენგორდანს" ისევ სძლია და შემდეგი ეტაპის საგზური ნოტარიულად გაიფორმა [VIDEO]

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
გაბალა 30%-დინამო70%
შაკო
11:15 19-07-2019
2
წარმატება დინამოს! მოინდომეთ და ყველაფერი გამოგივათ. აბა თქვენ იცით თუ როგორ გაახარებთ თქვენს ერთგულ ქომაგებს! ბოლოს და ბოლოს ქართველი გულშემატკივრები ღირსნი არიან, რომ ნანატრი წარმატებებით იამაყონ.
ნონა
15:40 19-07-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული