"გაბალას" ქართველი ფორვარდი: შორს ვართ იმ აზრისგან, რომ "დინამო" ჩვენზე ძლიერია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოსთან" მომავალი მატჩების შესახებ აზერბაიჯანული "გაბალას" ქართველმა ლეგიონერმა დავით ვოლკოვმა ისაუბრა.

"თურქულ შეკრებაზე ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ტრავმირებული არავინაა და როგორც იქნა, გუნდს დავუბრუნდი. ორი ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ. რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატეთ და გუნდი თავიდან ყალიბდება. ახალგაზრდებს მეტი შრომა მართებთ.

ევროპა ლიგაზე თბილისის "დინამოს" დავუპირისპირდებით. ჩვენმა მეტოქემ ზედიზედ რამდენიმე თამაში მოიგო. ძლიერი გუნდია და მის წინააღმდეგ საუკეთესოდ უნდა ვიასპარეზოთ. ჩემი აზრით, შანსები 50/50-ზეა.

ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ "დინამო" ჩვენზე ძლიერია და არ შეგვიძლია
დავამარცხოთ", - ციტირებს ვოლკოვს კლუბის საიტი.

"დინამოსა" და "გაბალას" პირველი მატჩი 25 ივლისს აზერბაიჯანში, განმეორებითი კი 1-ელ აგვისტოს თბილისში ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მალე დაგაახლოვებთ მაგ აზრთან!!!:))
გოგლიკა
20:43 20-07-2019
0
იმედია მოვიგებთ!
კარგით რა
20:04 19-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული