საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ლიდერ ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა.
ჯიღაურმა 2,5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და კლუბში 2021 წლის ბოლომდე დარჩება.
ეს ბათუმელთა რიგით მეოთხე დანამატია ბოლო პერიოდში ლადო დვალიშვილის, ლევან გეგეჭკორისა და მამუკა კობახიძის შემდეგ.
რაც შეეხება ჯიღაურს, მას სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოში", საჩხერის "ჩიხურაში", ყაზახურ "აქტობესა" და "ორდაბასიში" უთამაშია, ბოლო სეზონი კი ფრანგულ "გრენობლში" გაატარა, სადაც ლიგა 2-ში 13 შეხვედრა ჩაატარა.
10:00 21-07-2019
ოფიციალურად: ჯაბა ჯიღაური ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული