გიორგი ხარაიშვილმა მორიგი საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი ხარაიშვილის შვედური "გეტებორგი" შვედეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში საკუთარ მოედანზე "ესკილსტუნას" მასპინძლობს და ქართველმა ფეხბურთელმა უკვე მოასწრო საგოლე გადაცემის გაკეთება. გიორგიმ შედეგიანი გადაცემა მატჩის 38-ე წუთზე გაუკეთა რობინ სედერს.

გიორგისათვის ეს სეზონში მე-5 შედეგიანი პასი იყო  და ამ მაჩვენებლით შვედეთის უმაღლეს დივიზიონ ოლსვენსკანს ლიდერობს.

თავად "გეტებორგი" კი სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე გახლავთ და ამ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში 1 ადგილით დაწინაურების შანსი აქვს.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული