გიორგი ხარაიშვილმა ჰენრიკ ლარსონის გუნდს თქვენი მოწონებული გაუტანა

AutoSharing Option
შვედეთის ჩემპიონატზე პაუზისას გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგმა" ამხანაგურ მატჩში 2:0 სძლია "ჰელსინბორგს", რომელიც აუტსაიდერთა შორისაა და კვლავ ჩაუდგა სათავეში ჰენრიკ ლარსონი.

მატჩში ანგარიში 28-ე წუთზე ხარაიშვილმა გახსნა. ის მარცხენა ფლანგზე გაიჭრა, წინ გამოსულ მეკარეს გვერდი აუარა და ძალიან მახვილი კუთხიდან მიუჩინა ბურთს მეტოქის კარში ადგილი.

შვედეთის პირველობა 29 ივნისს განახლდება და მორიგ ტურში "გეტებორგი" სტუმრად "ოსტერსუნდს" შეხვდება.

"გეტებორგი" 12 ტურის შემდეგ 21 ქულით მეოთხე ადგილზეა, გიორგიმ კი 11 შეხვედრაში სამჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

ხარაიშვილმა ჰენრიკ ლარსონის გუნდს თქვენი მოწონებული გაუტანა" style="height: 50px; width: 50px;" />გიორგი ხარაიშვილმა ისევ გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა - "გეტებორგი" გალიდერდა [VIDEO]

altგიორგი ხარაიშვილის გოლი და რა გოლი! [VIDEO]


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ავტორ, გოლის ვიდეო არ დევს და კარგად მაინც მოგეყოლა
შაკო
18:01 21-06-2019
0
Ravi nakrebshi ar agirses normalurad tamashi
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული