გიორგი ხარაიშვილის შვედური "გეტებორგი" შვედეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში საკუთარ მოედანზე "ესკილსტუნას" მასპინძლობს და ქართველმა ფეხბურთელმა უკვე მოასწრო საგოლე გადაცემის გაკეთება. გიორგიმ შედეგიანი გადაცემა მატჩის 38-ე წუთზე გაუკეთა რობინ სედერს.
გიორგისათვის ეს სეზონში მე-5 შედეგიანი პასი იყო და ამ მაჩვენებლით შვედეთის უმაღლეს დივიზიონ ოლსვენსკანს ლიდერობს.
თავად "გეტებორგი" კი სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე გახლავთ და ამ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში 1 ადგილით დაწინაურების შანსი აქვს.
გიორგი ხარაიშვილმა საგოლე პასი გააკეთა და პენალტი გააცუდა [VIDEO]
გიორგი ხარაიშვილმა ჰენრიკ ლარსონის გუნდს თქვენი მოწონებული გაუტანა