championat.com: ქართველმა ჯიგიტებმა და სახელდახელოდ შეკრებილმა ბანდამ მოსკოვიდან 4 ქულა წაიღეს

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატში ქართველების "რუბინის" მიერ "დინამოს" დამარცხებას (1:0) და ბექა მიქელთაძის გატანილ გოლს championat.com-მა სტატია მიუძღვნა.

"რუბინი" მეტ-ნაკლებად ცნობილი და ბაზარზე მოთხოვნადი ფეხბურთელების გაქცევის და რაც მთავარია, ნებაყოფლობით გუნდის გურუს, კურბან ბერდიევის წასვლის შემდეგ ბევრმა ცოცხლად დამარხა. მწვრთნელის ლიცენზიის არმქონე ატამან შარონოვის მიერ სახელდახელოდ  შეკრებილმა ბანდამ კი მოსკოვიდან ექვსი შესაძლებლიდან ოთხი ქულა წაიღო.

პირველი ტაიმის შუაში ბაშკიროვის გაძევებამ სტუმრების არჩეული კურსისაგან არგადახვევა არ გამოიწვია, მაშინ, როდესაც მასპინძლებს რიცხობრივმა უპირტესობამ დათვური სამსახური გაუწია. უკეთესად მეტოქე ათამაშდა!

შარონოვმა ორმაგი ცვლილებით ოპერატიულად მოახდინა
რეაგირება. გაზონზე მიქელთაძის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შევარდა. ალღომ ახალგაზრდა მწვრთნელს არ უმტყუნა: ქართველმა ჯიგიტებმა "დინამოსთვის" მომაკვდინებელ საღამოს ბოლო შეტევაში მიიღეს მონაწილეობა. კვარაცხელიამ იერიში წამოიწყო, მიქელთაძემ კი 21 წლის ახლგაზრდისთვის გასაკვირი თავდაჯერებულობით დაასრულა.

"რუბინი" მოსკოვში მოპოვებული 4 ქულისთვის აპლოდისმენტებს იმსახურებს. გუნდის ყურება ისევ საინტერესოა. მისი ფეხბურთი მოსაწყენი არაა, ეს კი მწვრთნელის დამსახურებაა. გინდ ლიცენზიით და გინდ მის გარეშე".




მკითხველის კომენტარები / 12 /
მოსკოვის დინამოს გაძულდა ალბათ ქართველები, წინა ტურში გრიგალავამ ახლა მიქელთაძემ გაამწარა დინამო. ყოჩაღ ბიჭებო წარმატებები.
roma
11:17 22-07-2019
1
ჯიგიტი ჩრდილო კავკასის მუსლუმანურ ხალხიდან მოდის,რუსები რატომღაც შეგნებულად თუ შეუგნებლად ქართველებს ხშირად ამ სიტყვით მოიხსენიებენ,ამით ხაზს უსვამენ ჩვენს არაევროპელობას და თავიანთ თავს ჩვენზე მაღლა აყენებენ,უფრო სწორად მათ მიერ დაპყრობილ ხალხთან გვაიგივებენ.
zas.
11:14 22-07-2019
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული