ეს ის "გაბალა" აღარ არის - რა გუნდია თბილისის "დინამოს" მეტოქე

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "გაბალას" დაუპირისპირდება.

პირველ რაუნდში თბილისურმა კლუბმა ანდორული "ენგორდანის" ბარიერი მარტივად გადალახა, მეტოქეს ორი მატჩის ჯამში 7:0 სძლია და შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა.

რა თქმა უნდა, "გაბალა" წინა ოპონენტთან შედარებით ბევრად ძლიერი კლუბია, თუმცა მისი დამარცხება "დინამოს" რომ ნამდვილად შეუძლია, ამაში სტატიის წაკითხვისთანავე დარწმუნდებით.

შედარება

ამ მომენტისათვის აზერბაიჯანული კლუბის რიგებში 19 ფეხბურთელი ირიცხება. მათ შორის 6 უცხოელია. "გაბალამ" ბოლო პერიოდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის, ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი მერაბ გიგაური, რომელიც კლუბს
ქუთაისის "ტორპედოდან" შეუერთდა.

"დინამოს" მომავალი მეტოქე ბოლოს ხორვატი ცენტრალური მცველით, ივიცა ზუნიჩით შეივსო, რომელიც ბოლოს ყაზახურ "ატირაუში" თამაშობდა.

"გაბალას" შეუერთდა ესპანელი ფერნან ფერეიროა, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში ესპანეთის დაბალ ლიგებში ასპარეზობდა. კლუბის ღირსებას დაიცავს კოტ'დივუარელი შემტევი კრიტიან კუაკუ და მოზამბიკელი კლესიო ბოკე. პირველ მათგანს საფრანგეთის ლიგა 1-ის გამოცდილება უმაგრებს ზურგს, მეორეს კი საბერძნეთისა და თურქეთის უმაღლეს ლიგებში უთამაშია.

"გაბალას" ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები:

მეკარეები
  • ანარ ნაზიროვი (აზე) 150 000 ევრო
  • ტარლან აჰმადლი (აზე) 75 000
  • მურად პოპოვი (აზე) 50 000

დაცვა
  • ივიცა ზუნიჩი (ხორ) 350 000
  • რასიმ რამალდანოვი (აზე) 200 000
  • სადიქ ყულიევი (აზე) 175 000
  • იუსიფ ნაბიევი (აზე) 250 000
  • ამინ სეიდიევი (აზე) 250 000

ნახევარდაცვა
  • ქისმატ ალიევი (აზე) 275 000
  • მერაბ გიგაური (საქ) 250 000
  • კამალ მირზაევი (აზე) 250 000
  • ფერნან ფერეიროა (ესპ) 150 000
  • რომან ჰუსეინოვი (აზე) 75 000
  • როვლან მურადოვი (აზე) 50 000

შეტევა
  • კრისტიან კუაკუ (კოტ) 150 000
  • ასიფ მამადოვი (აზე) 200 000
  • კლესიო ბოკე (მოზ) 150 000
  • დავით ვოლკოვი (საქ) 325 000
  • ულსი ისგანდაროვი (აზე) 225 000

თბილისის "დინამო":

მეკარეები
  • ხოსე პერალესი 250 000
  • სერგეი ლიტოვჩენკო 300 000
  • სტეფან სიკაჩი 200 000

დაცვა
  • აბდელ მეჯუბი 300 000
  • ვიქტორ მონხილი 250 000
  • დავით კობოური 200 000
  • გიორგი ქიმაძე 400 000
  • ოლეკსანდრ კაპლიენკო 200 000
  • ნოდარ იაშვილი 250 000
  • გუჯა რუხაია 150 000

ნახევარდაცვა
  • ნიკა ნინუა 400 000
  • ბაქარ ქარდავა 250 000
  • გიორგი პაპავა 250 000
  • აკაკი შულაია 375 000
  • ირაკლი აზაროვი 300 000
  • გიორგი ზარია 300 000
  • გიორგი კუხიანიძე 225 000
  • ბექა დარციმელია 50 000

შეტევა
  • არფგან დაფე 250 000
  • ლევან შენგელია 500 000
  • ნოდარ ქავთარაძე 450 000
  • ლევან კუტალია 300 000

(ფასები მოცემულია Transfermarkt.de-ს მიხედვით)

"გაბალას" ფეხბურთელების ერთიანი სატრანსფერო ღირებულება 3.60 მილიონი ევროა, მაშინ, როდესაც თბილისის "დინამოს" ყველა მოთამაშე ერთად 6.70 მილიონი ევრო ღირს.

აზერბაიჯანული კლუბის ყველაზე ძვირად შეფასებული მოთამაშე ზემოთ ნახსენები ივიცა ზუნიჩია, რომელიც 350 000 ევრო ღირს, მაშინ, როდესაც თბილისის "დინამოს" ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელი ლევან შენგელია ნახევარ მილიონადაა შეფასებული.

ორივე კლუბი ახალგაზრდული შემადგენლობითაა დაკომპლექტებული. "დინამოს" ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 24,2 წელია, "გაბალასი" კი - 25,4.

აზერბაიჯანში სეზონი ჯერ არ დაწყებულა, გასულ წელს კი "გაბალამ" ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა, ჩემპიონ "ყარაბაღს" მთელი 20 ქულით ჩამორჩა.

აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში აზერბაიჯანული კლუბის საუკეთესო ბომბარდირმა და საგოლე გადაცემებში ლიდერმა "გაბალა" დატოვეს. ამიტომ მათზე ინფორმაციით თავს აღარ შეგაწყენთ.

ურთიერთშეხვედრები

თბილისის "დინამო" და "გაბალა" ერთმანეთს ისტორიაში ორჯერ შეხვდნენ. ეს 2015-16 წლების სეზონში მოხდა, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე.

პირველ შეხვედრაში მეტოქეს "დინამომ" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. იმ შეხვედრაში გოლები ჯაბა ჯიღაურმა და ალექსანდრე იაშვილმა გაიტანეს. საპასუხო მატჩში კი თბილისელები 0:2 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

მაშინ "გაბალას" მართლაც ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა და ის გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა.

ვინ რა თქვა

დაპირისპირების წინ კომენტარი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჩისკო მუნიოსმაც გააკეთა, ქართველებთან დაპირისპირებაზე ისაუბრა "გაბალას" ლეგიონერმა დავით ვოლკოვმაც.

altჩისკო: "გაბალასთან" შანსები 50/50-ზეა

altდავით ვოლკოვმა "ყარაბაღს" გოლი გაუტანა და "გაბალა" ფინალში გაიყვანა [VIDEO]

ქალაქი და სტადიონი

"გაბალა" 1995 წელს დაარსდა და სახელი ორჯერ შეეცვალა. თავდაპირველად "გოი გიოლი" ერქვა, 2005 წლიდან "გილანი" დაერქვა, 2007-დან კი არსებული სახელით ასპარეზობს.

"დინამოს" მომავალი მეტოქის საშინაო არენა "სითი სთედიუმია", რომელიც 4500 ადამიანს იტევს.

Sportall.Ge

გაბალა პატარა ქალაქია, რომელსაც თავდაპირველად ქუტკაშენი ერქვა. ახალი სახელწოდება მან აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ მიიღო.

რაც შეეხება მოსახლეობის რაოდენობას, ამ მცირე ზომის ქალაქში, 2013 წლის აღწერის მიხედვით, 13 000 ადამიანი ცხოვრობს. შედარებისთვის, ოზურგეთში 2014 წლის აღწერით 14 785 მცხოვრებია.

დასკვნა

"გაბალა" ნამდვილად არ არის იმ დონის გუნდი, როგორიც რამდენიმე წლის წინ თბილისში ვიხილეთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაშინ აზერბაიჯანულმა კლუბმა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწია, გზად კი, "დინამოს" გარდა, რამდენიმე კლუბი, მათ შორის, "პანათინაიკოსი" ჩამოიტოვა.

აზერბაიჯანში სეზონი ჯერ არ დაწყებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი ოპტიმალურ ფორმაში არ უნდა იყოს. ამას ემატება ისიც, რომ "გაბალას" რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაემატა, რომლებსაც კლუბთან ინტეგრაციის პროცესი ჯერჯერობით სათანადოდ გავლილი არ უნდა ჰქონდეთ.

ახალი ფეხბურთელები "დინამოსაც" ჰყავს, თუმცა გუნდის ძირითადი ბირთვი უკვე ნახევარი სეზონია ერთად ასპარეზობს. პირდაპირ ვიტყვით, "დინამომ" ეს ბარიერი უნდა გადალახოს, რადგან მეტოქე არაფრით აღემატება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
უფრო მეტიც შეიძლებოდა მაგალითად გეთქვათ რომ რასიმ რამალდანოვი საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა
aleksandre
10:33 23-07-2019
0
გაგას კომენტარი მომეწონა. ალბათ ყველაზე ფანტასტიურ ჟანრშიც ვერ წარმოიდგენდა კაცი 1981 წელს ოდესმე თბილისის დინამოს გაბალასთან დაპირისპირებას.
თენგაბი
08:11 23-07-2019
0

სიახლეები პოპულარული