ზაგრების "დინამოს" მწვრთნელი: "საბურთალოსთან" წაგების ვარიანტს არც კი განვიხილავთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალოსთან" მატჩის წინ ზაგრების "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ნენად ბიელიცამ ისაუბრა.

"საბურთალოს" რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ჰყავს, მათ შორის, შეტევაში, დაცვაში. ჩვენს მეტოქეს ჰყავს გამოცდილი მოთამაშეებიც. გამოვარჩევდი 17 (გიორგი დიასამიძე) და 9 (ლაშა შინდაგორიძე) ნომრებს.

"შერიფთან" გამართული მატჩები ვნახე და "საბურთალოს" ბევრი პლუსი აქვს. ტექნიკური და შეკრული გუნდია, თუმცა გავარდნას არც განვიხილავთ. ვეცდებით, ორივე მატჩი მოვიგოთ.

ჩვენ ძალიან შორს არ ვიხედებით. მთავარი ხვალინდელი მატჩია. რა იქნება საპასუხო შეხვედრაში, ამას ხვალინდელი თამაში გადაწყვეტს.

ჩემი გუნდი მზად არის ხვალინდელი
შეხვედრისთვის და იმედია, გავიმარჯვებთ", - განაცხადა ბიელიცამ.

თბილისის "საბურთალოსა" და ზაგრების "დინამოს" დაპირისპირება 23 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:30 საათზე დაიწყება.

მატჩის ბილეთის ფასი 1 ლარია.

altგიორგი ჭიაბრიშვილი ზაგრების "დინამოზე": საინტერესოა, რა შეუძლია ჩემს გუნდს ასეთ მატჩებში

alt"საბურთალოს" მეტოქეთა ვინაობა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

altძლიერი და მდიდარი - რას წარმოადგენს "საბურთალოს" მეტოქე ზაგრების "დინამო"

altმთავარი ვარსკვლავის გარეშე - ზაგრების "დინამო" თბილისში დანაკლისით ჩამოვიდა
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 22 /
რაიოო? წაგების ვარიანტს არც კი განვიხილავთო? ამიტომ ეგრევე უნდა წააკოზირო, მერე იკაკანოს რამდენიც უნდა.
ჰაჰა
23 ივლისი 2019 12:00
1
ბილეტის ფასი 1ლარი?
ნუ მარტო ეს ფაქტი მეტყველებს თუ რა დღეშია ჩვენი ფეხბურთი.
საწყენია მაგრამ მე ვერ დავინახე ვრცერთი კლასიანი და ნიჭიერი მოთამაშე ვერც ამ გუნდში და ვერც დინამოში
lasha
23 ივლისი 2019 11:43
6
ყველა ევროპული გუნდი ზემოდან იმიტომ გვიყურებს რომ კარგად იციან ჩვენი ფიზიკური მომზადების დონე, ჩვენები ერთ ტაიმზე მეტს ვერ ქაჩავენ, თორემ არც ტეხნიკით და არც გონებით არავის ჩამოუვარდებით, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება ფიზიკურ მომზადებას ჩართეთ თანამედროვე მედიცინა სწორედ წარმართეთ ფიზიკური ვარჯიშები და წარმატებებიც მოვა სხვანაირად არაფერი გამოვა, ეს ცხადაძემაც კარგად იცოდა და მეორე ტაიმში ტორპედოს რაც უქნა კაკრგად იცით.
zmo
23 ივლისი 2019 11:03
0
ბიჭებ გაპარსეთ ამ კაცს პირი და დავარცხნეთ თმა, აბა ჰე, ისე თამაში 20 საათზე, რომ დაწყებულიყო ჩვენ რაიონებიდანაც დიდი სიამოვნებით ჩამოვიდოდით და შევავსებდით სტადიონს, ვინ ჯანდაბა წყვეტს თამაშების დაწყების დროს. შაბათი და კვირა,რომ იყოს კიდო არა უშვს.
დათო
23 ივლისი 2019 10:00
2
ძლიერი არა ისაკიდე, ბატეს სტილის კლუბი იქნება, შეიძლება ძაან ცოტა ძლიერი. ჩემპიონთა ლიაგზე საერთოდ უთამაშიათ?
123
22 ივლისი 2019 22:28
12
უთამაშიათ და ნუ უყურებთ ამ გუნდს ისე თითქოს მარტივი იყოს
ვაკო
22 ივლისი 2019 23:23
1
თქვენს დედასთან ვიურთიერთობებთო კეკომ შემოგითვალათ
ზვ
23 ივლისი 2019 10:39
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული