"ბრონდბიუს" სპორტულმა დირექტორმა საბა ლობჟანიძესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
დანიური "ბრონდბიუს" სპორტულმა დირექტორმა კარსტენ იენსენმა "რანდერსის" ქართველი ვინგერის, საბა ლობჟანიძის შესახებ ისაუბრა.

გასულ კვირას ქართველი შემტევის გუნდი სწორედ "ბრონდბიუს" დაუპირისპირდა (2:2) და იმ შეხვედრაში ჩვენებურმა საგოლე გადაცემა შეასრულა.

"შემტევ ფეხბურთელებს ვეძებთ და რამდენიმე საინტერესო ვარიანტი გვაქვს. არ უარვყოფ, რომ საბა საინტერესო მოთამაშეა. სიორენ პედერსენმა ("რანდერსის" სპორტული დირექტორი) დაადასტურა, რომ ლობჟანიძესთან დაკავშირებით შეთავაზება მიიღეს და ვერ ვიტყვი, რომ იტყუება, თუმცა ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს.

საბა კარგი სისწრაფისა და ტექნიკის მქონე მოთამაშეა, თუმცა ასეთი ბევრია", - განაცხადა იენსენმა.

საბა ლობჟანიძე
"რანდერსს" 2017 წელს თბილისის "დინამოდან" შეუერთდა. გასულ სეზონში სუპერლიგაში ჩატარებულ 37 შეხვედრაში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

altლეგიონის უქმეები: გოლები, ავტოგოლი, საგოლე პასები - ქართველებმა სეზონი დაიწყეს [VIDEO]

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნაკრებში ათამაშონ და უკეთესი გუნდი აიყვანს
ვასო
25 ივლისი 2019 07:38
0
ბრონდბიუ ხო ჰაი კლასია ბებიამაგათისამ
Irakli Apkhaidze
23 ივლისი 2019 22:31
0
მართალია. მხოლოდ სისწრაფე და ცოტა ოდენ ტექნიკა არ არის საკმარისი. მეტია საჭირო რაც მას არ არვს. საშვალოზე დაბალი დონის ფეხბურთელია.
GGG
23 ივლისი 2019 17:29
22
ბოღმები უფრო ყრია ამ ქვეყანაზე:)
irakli
23 ივლისი 2019 16:20
2
მართალია მაგისნაირები ყრია
ბაჩო
23 ივლისი 2019 15:19
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული