ზაგრების "დინამომ" "საბურთალო" კლასით დაჯაბნა და გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "საბურთალო" ზაგრების "დინამოსთან" 0:2 დამარცხდა.

ევროტურნირის დებიუტში საქართველოს ჩემპიონმა ორი სიურპრიზი შემოგვთავაზა - დადებითი და უარყოფითი და საინტერესო გახლდათ, რით გაგვაკვირვებდა ამჯერად. რაც შეეხება მეტოქეს, მათ წინასამატჩო განცხადებებში დელიკატური თავდაჯერებულობა შეინიშნებოდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და შეუტიეს, თუმცა, უხიფათოდ. სტუმრები კი ორგანიზებელად იცავდნენ თავს, ზონები საიმედოდ გადაკეტილი ჰქონდათ და მომენტები თითქმის არ იქმნებოდა - აშკარა იყო, გასვლაზე თამაშის ასეთი მიმდინარეობა აწყობდა.

სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, 39-ე წუთზე კი სწრაფი კონტრიერიშისას
გავრანოვიჩი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა და ბოლო მომენტში ტერამ ვარდნაში მოახერხა დარტყმული ბურთის მოგერიება.

მეორე ტაიმის დასაწყისში "საბურთალოს" პირველი ნაღდი მომენტი ჰქონდა, როდესაც ლაკვეხელიანის გრძელი გადაცემის შემდეგ როლოვიჩის თავით დარტყმული ბურთი ლივაკოვიჩმა მოიგერია.

აქედან მოყოლებული, "დინამომ" უფრო სახიფათოდ შეუტია და გოლიც გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან აწეულ მაღალ ბურთზე ორსიჩმა მალის დაასწრო და მიგინეიშვილის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

78-ე წუთზე დაცვაში პოზიციური შეცდომის შედეგად ორსიჩმა მარგველაშვილთან ბრძოლაში პენალტი მოიპოვა, რომელიც შეცვლაზე შესულმა პეტკოვიჩმა გამოიყენა და ყველაფერი დასრულდა.

მოკლედ, ზაგრებული გუნდის მწვრთნელის, ბიელიცას მშვიდად და ზედმეტად გაუმწვავებლად თამაშის გეგმამ შედეგი გამოიღო და მოდით, ვიყოთ ობიექტურნი, კლასის ხარჯზე გაიმარჯვა. აკი თქვა კიდეც მან, მოწინააღმდეგე კარგად შევისწავლეთ, გავარდნას არც კი განვიხილავთ და ორივე შეხვედრის მოგებას შევეცდებითო.

საპასუხო შეხვედრა ხორვატიაში 30 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - დინამო (ზ) 0:2
გოლები: 0:1 ორსიჩი (67), 0:2 პეტკოვიჩი (78, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, გონსალვესი, დიასამიძე (ცნობილაძე 82), ტერა (კაკუბავა 57), ალთუნაშვილი (გაბედავა 70), როლოვიჩი, კოხრეიძე

დინამო: ლივაკოვიჩი, ადემი, პინტო (შიტუმი 50), ლეშკოვიჩი, პერიჩი, ჰაიროვიჩი, გავრანოვიჩი (პეტკოვიჩი 68), გოიაკი (სუინიჩი 86), ლეოვაცი, კაძიორი, ორსიჩი

მკითხველის კომენტარები / 31 /
საშუალო ევროპულ გუნდების დონის მისაღწევად ამ ტემპით ალბათ სულ მცირე ნახევარი საუკუნე უნდა ისიც იმ შემთხვევაში ისინი განვითარებას თუ შეწყვეტენ.ფიზიკა არა მენტალობა არა ფსიქოლოგია არა შიშის სინდრომი უზარმაზარი რისი დამადასტურებელიც უკან მეკარეზე პასებია ამდენ უკან პასს გიბრალტარის დონის გუნდებიც აღარ აკეთებენ ხოლო მანდრაჟით კიდევ თამაშს ვერ იგებენ
dato
31 ივლისი 2019 09:40
0
ერთის თქმა შემიძლია აქ ბევრი კომენტარი წავიკითხე რაში ამტყუნებთ მეწვთნელს ან ფეხბურთელებს გამახსენეთ ვინმემ რომელმა ქართულმა კლუბმა ითამაშა ამ დონის ფეხბურთი ამ დონის გუნდდთან საბურთალო არაც რეალია და რაც ბარსელონა მათ ყველაფერი გაიღეს გუშინ რათა ყველა ქართველი გულშემატკივრის გული გაეხარებინათ გამოუცდელი ახალგაზრდა ბიჭები გამოვიდნენ მინდორზე და ბოლო წუთამდე იბრძოლეს არა ის როგორც სხვა კლუბები რო შვებიან მწვრთნელიანად კარებში რო დგას ყველა გადახედეთ სტატისტიკას და შემდეგ ორივე კლუბის სატრანსფერო ღირებულებას და ამას თუ არ აქცევთ ყურადღებას საერთოდ ფეხბურთს ნუღა უყურებთ
კომენტარი გამოაქვეყნეთ
24 ივლისი 2019 19:14
1
ჩემი აზრით, გუნდს ძალიან გააძლიერებდა ერთი მაღალი დონის ცენტრალური მცველი და მეკარე. ძალიან არ მომწონს გუნდის კაპიტანი, მართალია რაღაც მომეტებში თავის სიმაღლეზე დგას, მაგრამ არასტაბილურია და შესაძლოა გადამწყვეტ მომენტში გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას. გაიხსენეთ გავრანოვიცის მომენტი, უბნის ბავშვივით გასცდა მარგველაშვილს, პენალტიც ძალიან უაზროდ აიკიდა და ზოგადად ბევრი მუშაობა მოუწევს თავის თავზე, ამ დონეზე სათამაშოდ. არ მომეწონა ასევე ვაგნერ გონსალვესი, ყოველთვის აფერხებდა თამაშის სისწრაფეს და თითქოს ეშინოდა თამაშის თავის თავზე აღებდა, ძალიან ცოტა სპრინტი გააკეთა, მეტი შეეძლო და ზოგადად ლეგიონერისგან მეტს ველით ყველა. არაა ისეთი ძლიერი, როგორიც მეგონა და წარმომედგინა. საერთო ჯამსი, ძალიან სიმპატიური გუნდია საბურთალო და ალბათ იმ ცნობილი ზესტაფონის შემდეგ, ყველაზე გამართულ ფეხბურთს თამაშობენ, აუცილებლად აღსანიშნავია მწვრთნელის ხელი, ტაქტიკურად გამართულად თამაშობენ და იციან რა უნდა აკეთონ მოედანზე
რეალობა
24 ივლისი 2019 13:41
0
ჭია არ მეგონა თუ შეცდებოდი. ხშირად ცვალე ცენტრი და ილო გაახარე კიდე მოიგებ!!!! მაგრა გაჭამეს!
rezi
24 ივლისი 2019 13:20
3
ვინ არის ილო? ან რომელი ცენტრის შეცვლაზეა საუბარი?
rezis
24 ივლისი 2019 13:25
1
მადლობა საბურთალოს თავდადებისთVის.
მე რატომღაც მგონია ფიზიკურად იყვნენ ჩვენზე ძლიერები. სადღაც მე-60 წუთიდან იგრძნობოდა დაღლა. ამით ისარგებლეს. ალბათ კლასიც ეგ არი. მეორე კიდევ მეც მომწონს შემტევი სტილი, მაგრამ ხანდახან დაცვის გაძლიერაც საჭიროა. დიასამიძე და რულოვიჩი, ორივე გამოკვეთილ თავდამსხმელს თამაშობდნენ. იქნებ ჯობდა (ვერ დავიჯინებ) თავიდან ერთით გვეთამაშა და სამაგიეროდ ნახევარდაცვის გაზლიერების ხარჯზე ენერგია მთელი თამაში გაგვენაწილებია. ამ დროს მე მგონი კობახიძეც ბევრად უკეთესად ითამაშებდა, რომელიც ისე დაიღალა რომ ლაკვეხელიანსაც ვეღარ ეხმარებოდა, რომელიც ძლივს იდგა ფეხზე. მოკლედ ფიზიკას ვაბრალებ ამ თამაშის წაგებას, თორე გამოუცდელობის მიუხედავად, ვერ გვაჯობებდნენ.
ჰაჰა
24 ივლისი 2019 13:05
0
ფიზიკაში დაგვერხა თორე ვჯობნიდით
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
24 ივლისი 2019 14:56
1
გულსატკინი წაგებაა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ბიჭებისათვის აუგის თქმა მიჭირს. ნამდვილად გამაკვირვეს ისე ჩაატარეს თითქმის მთელი თამაში, რომლის ორი მესამედი აშკარად უკეთ ითამაშეს ბევრად გამოცდილ გუნდთან. კლასიო ამბობთ, მაგრამ კლასითაც არანაკლები ფეხბურთელები გვყავს. აი გამოცდილება კი ნამდვილად აკლიათ. თუ ეს გუნდი შენარჩუნდა გამარჯვებებიც მოვა. მადლობა საბურთალოს მთელ გუნდს თავდადებისათვის, გული არ გაიტეხონ და ეს შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. არ შეიძლება არ აღვნიშნო ფლანგის მოთამაშეების საუცხოო თამაში. გაუჭირდება საბურთალოს ლაკვეხელიანისა და მალის შენარჩუნება, რომლებიც დროა ნაკრებში მოსინჯონ.
emigranti
24 ივლისი 2019 12:47
0
კლასით გვაჯობეს თვარა დანარჩენით ვჩაგრავდით! მთელი ხორვატიის მთავარობა და მოდრიჩი რეკავდა საელჩოში! ნუ გვჩაგრავთ ამდენ კომპონენტში ათამაშეთ ჩვენებიოო!!!
ანტონ პიზდეცოვი
24 ივლისი 2019 11:26
7
კი ნამდვილად კლასის (დაბალი) ბრალი იყო პირველი გოლი და მეორეც - მეკარეს თამაშში შეყავს ბურთი და დასარტყმელზე გადის თავდამსხმელი ?! ისე კი სასიამოვნო გუნდია ნამდვილად, მაგრამ ლაღ და ტექნიკურ თამაშს კიდევ მეტის მიმატება ჭირდება, რაც საქართველოში ძნელი მისაღწევია.
???
24 ივლისი 2019 11:20
1
მეგობარო, კუთხური იყო მანდ, რომელიც ელამმა მსაჯმა ვერ დაინახა და იმიტომ ჩარჩნენ ჩვენები წინ!
...
24 ივლისი 2019 16:03
0
აქაური კომენტატორების აზრს არ ვეთანხმები. დინამოს არავითარი უპირატესობა კლასში არ ჰქონდა. თამაშითაც საბურთალომ აჯობა და ინდივიდუალური თამაშითაც ქართველმა ფეხბურთელებმა თავი გამიჩნეს. ის პენალტი ჩვენს კარში რაღა თქმა უნდა არავითარი პენალტი არ იყო! ერთი კია, პირველ ტაიმში, როცა ტოტალურ უპირატესობას ვფლობდით, საკმარისი მწვავე მომენტები ვერ შევქმენით მეტოქის კართან. და საერთოდ რაღაც გაუგებრობის გამო წავაგეთ.
aburjga
24 ივლისი 2019 10:27
3
პენალტზე კიდევ გეთანხმები, მაგრამ იმათ ჩვენზე მეტი მომენტი შექმნეს, მჭიდროდ გვეთამაშნენ და რეალიზაციაც მეტი ჰქონდათ.მაღალ ბურთებზეც გვაჯობეს, რაზეც პირველი გოლიც მეტყველებს და მეტი რაღა უნდა ექნათ? ჩვენს დაცვას ბლომად შეცდომაც ჰქონდა და მოგებისათვის მეტი საჭირო ნამდვილად აღარაფერია. ჩვენ გამოცდილება გვაკლდა, სულ მესამე თამაში იყო ევროსარბიელზე და გუნდიც ყველაზე უკეთესი. არაა ეს გასაკვირი, ეხლა ევროპა ლიგაზე გადავალთ და იქაც მოვსინჯავთ ძალებს. დრო სჭირდება ყველაფერს და მშვენიერი გუნდი იქნება
????
24 ივლისი 2019 11:28
1
რაღა ზაგრების დინამო შეგხვდა ამ გათამაშებაში, ეგეც იღბალია რა. მაგრად არ გაგვიმართლა არადა ნაკლებად ძლიერი გუნდებიც ბევრი იყო მეორე ეტაპზე. იმედია ზაგრებში ასევე მონდომებით ითამაშებთ დასაკარგი არაფერია.
ლაშა
24 ივლისი 2019 09:10
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული