გია ჭიაბრიშვილი: დავინახე, რომ ქართველებზე უკეთესად ფეხბურთის თამაში ძალიან ცოტას შეუძლია

AutoSharing Option
ზაგრების "დინამოსთან" მარცხის (0:2) შემდეგ "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა განვლილი მატჩის შესახებ ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

"ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა. ასეთი ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ არის დეტალები ფეხბურთში, რაზეც ვერ ისაუბრებ. ასეთი რამაა მსაჯი. მე არ მაქვს კომპეტენცია, რომ მსაჯის ქმედებები შევაფასო.

ვფიქრობ, ჩემი მხრიდან არბიტრზე საუბარი არაკორექტულია. ზაგრების "დინამო" გამოცდილია, ელოდებოდა თავის შანსს, მიიღო და გამოიყენა.

ჩვენ რომ გოლი გაგვეტანა, ისეთი ემოციური მუხტი იქნებოდა, რომ ასეთი დაღლა არ იქნებოდა. ასე მოხდა "შერიფთან". რამდენიმემ შეცვლა ითხოვა, მათ
დაღლა ეტყობოდათ. ეს ის ტურნირია, სადაც მაღალ დონეზე უნდა ითამაშო.

თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ეს ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო. ჯერ ნახევარი შეხვედრა ჩავატარეთ. ამაზე დიდი ანგარიში "ამოგვიქაჩავს".

სტაბილურობას გამოცდილება სჭირდება. დღეს გვქონდა რაღაც მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. პლუს, ამას დაემატა წვიმა, რაც კიდევ მეტად დამღლელია, მეტოქეს კი ასეთი პრობლემა ვერ შევამჩნიე.

საინტერესო იყო ჩემთვის მათთან თამაში. "დინამო" არ არის გრანდი, მაგრამ არის გუნდი, რომელიც გრანდების შემდეგ მოდის. მე დავინახე, რომ ქართველებზე უკეთესად ფეხბურთის თამაში ძალიან ცოტას შეუძლია. მეორეა, ამას როგორ ვანვითარებთ. დღეს ვნახე, რომ თანაბრად ვითამაშეთ. ცოტა მეტი გამართლება რომ გვქონოდა, ვფიქრობ, მოვიგებდით.

გენეტიკაში ფეხბურთის თამაშის ნიჭი გვაქვს და მგონია, მოვა დრო, როდესაც ქართული კლუბები და ეროვნული ნაკრები შედეგს დადებენ.

დღეს დავინახე 10-მილიონიანი ფეხბურთელები და ჩემი ფეხბურთელები. მათზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. "შერიფთანაც" გვეგონა, ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა შემდეგ ვნახეთ, რაც მოხდა.

ლაშა შინდაგორიძე მცირე ტრავმითაა, გიორგი კოხრეიძის შემცვლელზე კი ჯერჯერობით არ მიფიქრია. თუ შინდაგორიძემ ვერ ითამაშა, შეიძლება გადავეწყოთ და ორი ფორვარდით ვითამაშოთ.

ზაგრებში მოსაგებად ჩავალთ. უბრალოდ ზედმეტი საუბარი არ მიყვარს. დღესაც მოგება გვსურდა, მაგრამ რაც მოხდა, ნახეთ.

კოხრეიძეს არც ერთ არასაფეხბურთო მომენტში არ მიუღია ყვითელი ბარათი. ევროპელებმა იციან, რაზე იძლევიან მსაჯები ბარათებს, ჩვენ ეს არ ვიცით. ამით იყო განპირობებული მის მიერ მიღებული ბარათები ზედიზედ სამ შეხვედრაში".

ზაგრების "დინამოსა" და "საბურთალოს" საპასუხო შეხვედრა ხორვატიაში 30 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 37 /
ძალიან მომეწონა საბურთალო!! საბურთალოს მხოლოდ ბოლო 3 თამაში მაქვს ნახული! მანამდე არ ვიცოდი რა ოქროს ბიჭები გვყოლია! თუ სტიმული ექნათ ეს გუნდი კიდევ უფრო მოუმატებს. რაც შეეხება ფიზიკურ გამძლეობას, ამას ძირითადად გენეტიკა განსაზღვრავს და ჩვენ ეთიოპელებივით და კენიელებივით გამძლენი ვერავითარი ვარჯიშით ვერ გავხდებით! ფიზიკური კონდიციების ცოტათი გაუმჯობესება კი არის შესაძლებელი, მაგრამ ამ საკითხზე თუ გადაერთო ფეხბურთელი ბურთი როდესღა ითამაშოს?! ამიტომ ჩვენ ტოტალურ ფეხბურთს ვერ ვითამაშებთ, უნდ ვითამაშოთ გააზრებული ზონა, და საერთოდ ქართული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ! ბურთის ფლობა, დრიბლინგი უნდა ავიყვანოთ უმაღლეს დონეზე, ყველა თავდამსხმელი მესხი და მეტრეველი უნდა იყოს, ნახევარმცველი ყიფიანი და მაჩაიძე, მცველები ძოძუაშვილი და ხურცილავა! აი ვის უნდა მივბაძოთ და რომელი ფეხბურთი ვითამაშოთ, საით უნდა მივისწრაფოდეთ! ერთი მაჩაიძისნაირი კაცი რომ გვყავდეს მოედნის ცენტრში, რომელიც 2-3 წუთს მარტო, უპასოდ შეიკავებს ბურთს და დაცოცხავს მის ირგვლივ მეტოქეს, მაშინ სულ სხვა მდგობმარეობა იქნებოდა გუნდებშიც და ნაკრებშიც!
aburjga
24 ივლისი 2019 19:32
0
ბატონო გიორგი, ოდნავ დაკვირვებული კაცი, მარტო ამ კომენტარების წამკითხავი ისწავლიდა მწვრთნელობას. ლამის ყოველი მეორე კომენტარი ეხება ჩვენი ფეხბურთელების ფიზ. მომზადების დაბალ დონეს. ნუთუ ასე ძნელია მოამზადო ფეხბურთელი ისეთნაირად, რომ ორი ტაიმის განმავლობაში შეეძლოს სირბილი და ასე არ ეჩაგრებოდეს მეტოქეს. ასევე ნულია უბურთოდ მოძრაობა, გახსნა, დროული მანევრი. ამას ტაქტიკა ჰქვია და ეს მწვრთნელისგანაა. როცა ამას ისწავლიან ქართული გუნდები, შემდეგ წარმატებებიც მოვა. მაპატიეთ, ბატონო გიორგი, მაგრამ ასეთი ფიზმომზადებით და სამწვრთნელო აზროვნებით ევროპაზე არაფერი გვესაქმება. კიდევ მორიგი შერცხვენა?
თენგაბი
24 ივლისი 2019 16:58
5
მადლობა ბიჭებს,მადლობა ჭიაბერაშვილს.შეიძლებოდა არ წაგვეგო,მაგრამ არა უშავს ყველაფერი იქნება ოღონდ ეს ფულის ჭამია ხალხი არ გაიკაროთ გუნდში და ტორპედო არ დაგემართოთ.მსაჯმა მთლად არ წაგვაგებინა,მაგრამ როცა გრძნობ რომ მსაჯი შენ წინააღმდეგ არი და არაფერს არ შეგარჩენს იძაბები.სამაგიეროთ მოწინააღმდეგე გრძნობს მსაჯის კეთილგანწყობას და უფრო ფრთები ესხმება,ხოდა ძნელია ასეთ სიტუაციაში მოგება.მაშინ ორი თავით უნდა ჯობდე მოწინააღმდეგეს.ვჭიდაობდი და ვიცი რას ნიშნავს მსაჯის კეთილგანწყობას რო გრძნობ და პირიქით როცა პირველივე წამებზე რო შიდოს მოგცემს მერე ძნელია კონცეტრირება.დაიწყო თუ არა მაშინვე ვიგრძენი რო მსაჯი ხორვატებისკენ იხრებოდა.ყურებს ნუ ჩამოყრით ბიჭებო,მოგებების დროც მოვა.კიდევ ერთხელ მადლობა საბურთალოს.წარმატებები!!!
G.l.
24 ივლისი 2019 15:20
1
ქართველ ფეხბურთელებზე უკეთ ვინ თამაშობს ძაან მაინტერესებს? წამყვან კლუბებში პირობები თამაშობს და ფეხბურთელებს ათამაშებს ეს პირობები..აი ეს არის უდიერი საუბარი მწვრთნელისგან,,მიეცით ერთ მოგებაზე საბურთალოს თითოეულ ფეხბურთელს 20000-ევრო და ნახავთ რა უქნან ნებისმიერ გუნდს,,აი სწორედ ამ უდიერი საუბრისთვისაა გასაშვები გუნდიდან..
luka
24 ივლისი 2019 15:10
6
"მე დავინახე, რომ ქართველებზე უკეთესად ფეხბურთის თამაში ძალიან ცოტას შეუძლია" ეგ ყველამ ვიცით, თქვენ რისი თავი გაქვთ, მწვრთნელებს ეს დაგვანახეთ
goga
24 ივლისი 2019 12:54
3
ეჰჰ ჭია კაცი, რომ ილოს ფიქრებს აჰყვები ყოველთვის წააგებ!!!!!!! არ მეგონა თუ შეცდებოდი.
rezi
24 ივლისი 2019 12:06
7
artanuji momismine chen, me minda latinurad davcer da minda kartulad, cheni sakme araa,da cheni chkuis scavleba ar mchirdeba, me ase upro miadvildeba, chentvis damavickda chekitxva, chkua sxvas daarige, da nu mimartav moderators ra cesia es ar gamoakveknoo latinurado, chen kartvelobachi tu mejibrebi, ver momigeb, uzveles kalakchi vcxovrob da mexute taobis kutaiseli var da kidev ertxel chennairebis chkuis rigeba ar mchirdeba.
KUTAISELI
24 ივლისი 2019 11:24
12
ნელა ზვიადი არაფერი შეგეშალოს......ისე, რომ იცოდე რაფერ იმერული არ არის და მითუმეტეს ქუთაისური. ნახე ზვიადი ქუთეისი კი არა ქუთაისი დავწერე. ქუთეისად მოხსენიება არის ყველაზე პრონციული და უინტელექტო იუმორის გამოვლინება. გაიგე ბაბუუუ? )))) ეს ტფილისურად ტოოო
ზვიადის
24 ივლისი 2019 14:58
1
არ ხარ მართალი, არის ლოგიკა იმ კაცმა რაც გითხრა, ნახევარგვერდიანი პასუხის გაცემა და საქმის გარჩევა არ იყო საჭირო, სად ცხოვრობ და რომელი ქალაქიდან ხარ კიდევ...
ლევანი
24 ივლისი 2019 12:30
1
ყველა გამოხმაურება
ფიზ მომზადებაში ვართ - 0 !!! და ყოველდღე ჩვენმა ფეხბურთელემბა 15 კილომეტრი რო ირბინონ არა??

და ეს მწვრთნელი თავის წვერზე უფრო მეტს ფიქრობს მგონი ვიდრე გუნდის ტაქტიკაზე და ფიზ მომზადებაზე !!! 15 წუთი შეაკლეს თავი და ვსიო მორჩა ამათი თამაში !!
ან ირბინონ და ავარჯიშონ ეს ფეხბურთელები ან დავანებოთ ამ სპორტს თავი !!!
ავთო
24 ივლისი 2019 11:10
9
მე ძველი თაობის გულშემატკივარი ვარ და ბევრი მინახავს "საქმენი საგმირონი"როგორც ქართულ და მსოფლიო ფეხბურთში,1964 წლიდან თითქმის ყველაფერი მაქვს ნანახი და წაკითხული,ასე,რომ ცოტა გამეგება ამ საქმეში.მე ყოვეჯერზე თავს ვიკავებ კომენტარებიგან,ვთვლი,რომ საკომენტარო არაფერია,ჭკვიანი კაცისთვის ყველაფერი ნათელია,მაგრამ კომენტარებიდან გამომდინარე გადავწყვიტე ჩემი აზრი გამომეთქვა,თუ გამიგებთ,კარგი იქნება,თუ არა და არც მაგაზე მოვიკლავ თავს,მაშ ასე:ქართველებო რას წერთ,რა აზრებს აფქვევთ,რა საბურთალო,რა დინამო,რა ტორპედო ხალხო,ან ვინ არის ჭიაბერაშვილი,დევდარიანი,კაჭარავა,ცეცაძე,გეგუჩაზე და ძმანნი მისნი,რა გაუკეთებიათ,სად უმუშავიათ,ან კვალიფიკაცია სად აუმაღლებიათ,რა შედეგს ითხოვთ ადამიანებო,რის სანაცვლოდ,რას გავცემთ,რომ აქეთ ვითხოვთ,ცოტა აზრზე მოდით ხალხო და ნორმალურად იაზროვნეთ,სირცხვილია უკვე,ახლა 90-იანი წლები აღარაა,2019 წელია უკვე,ჰეი ქართველო გაიღვიძე დეპოში ვართ,დეპოში.აღარაფერს ვამბობ ფედერაციაზე და იმ ვაი და უი ექსპერთებზე,რომლებიც ქართულ ფეხბურთში არიან,ყველგან და ყველაფერში კატასტროფაა,ყველაფერში სიბინძურეა,როგორც სპორტში ისე ეკონომიკაში და მთლიანად ქვეყანაში,გამგები გაიგებს,ბოდიშს ვიხდი ემოციურობისთვის.
roma
24 ივლისი 2019 10:54
10
მოდი სიმართლე ვთქვათ,შეცვლები არა სწორი იყო.გუნდმა კარგად დაიწყო თამაში,მაგრამ ბოლოსწინა და ბოლო პასი არ კეთდებოდა,ერთი შეხებითაც ნაკლებად ვთამაშობდით.კოხრეს რომ უკეთ ეთამაშა ჩემი აზრით ჯობდა გორგის ეთამაშა,რადგანაც ცაციაა და უკეთ ათამაშებს ლაკვეხელიანს და კოხრეიძეს.შეცვლებიც დაგვიანებული და არასწორი იყო.მე შევცვლიდი ოთხი შემტევიდან სამს.საერთოდ მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიან.ალთუნაშვილიარ იყო შესაცვლელი.საბურთალო წინ!
master
24 ივლისი 2019 10:50
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული