ლაშა დვალმა გაიტანა - "ფერენცვაროშმა" ჩემპიონთა ლიგის შემდეგი ეტაპისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ლაშა დვალის "ფერენცვაროშმა" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა მალტის "ვალეტა".

მატჩის მე-19 წუთზე ანგარიში დვალმა გახსნა - მან კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავურით მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 30 ივლისს ტა ქალში გაიმართება, მათ შორის გამარჯვებული კი შემდეგ ეტაპზე "საბურთალოსა" და ზაგრების "დინამოს" წყვილში მოგებულს შეხვდება.

ბუდაპეშტი. "გრუაპამა"
ფერენცვაროში - ვალეტა 3:1
გოლები: 1:0 დვალი (19), 2:0 ლანცაფამე (36, პენ), 3:0 ლანცაფამე (59), 3:1 იური (85)
გაძევება: ბორგი (90+4, ვალეტა)

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
Avtogoli iyo:-):-):-)
Va-Le
13:15 25-07-2019
1
წყარო მაინც მიუთითეთ! Livescore.com-ზე და soccerstand.com-ზე ბონელოს ავტოგოლია ჩათვლილი.
Mazzola
11:08 25-07-2019
1

სიახლეები პოპულარული