25 ივლისს "ფიფა/კოკა-კოლას" ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრები უცვლელად 94-ე პოზიციას იკავებს.
საქართველოს ნაკრებს 1255 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით, წინა თვესთან შედარებით, ადგილი არ შეუცვლია.
შეგახსენებთ, რომ ივლისში ვლადიმირ ვაისის შეგირდებს მატჩები არ ჩაუტარებიათ.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მეტოქეებს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში, შვეიცარია 2 საფეხურით დაქვეითდა და ახლა მე-11 ადგილზეა, დანია 3 პოზიციით დაქვეითდა და მე-13 ადგილი უკავია, ირლანდიის ნაკრები უცვლელად 32-ე ადგილს იკავებს, გიბრალტარი 198-ე ადგილზეა.
ერთა ლიგის ნახევარფინალის პლეი-ოფში ჩვენი შესაძლო მეტოქე ბელორუსი კი 2 პოზიციით დაქვეითდა და ახლა 84-ე ადგილზეა.
საუკეთესო ოცეული ასე გამოიყურება:
ერთა ლიგის ნახევარფინალის პლეი-ოფში ჩვენი შესაძლო მეტოქე ბელორუსი კი 2 პოზიციით დაქვეითდა და ახლა 84-ე ადგილზეა.
საუკეთესო ოცეული ასე გამოიყურება:
- ბელგია
- ბრაზილია +1
- საფრანგეთი -1
- ინგლისი
- ურუგვაი +5
- პორტუგალია -1
- ხორვატია -1
- კოლუმბია +5
- ესპანეთი -2
- არგენტინა +1
- შვეიცარია -2
- მექსიკა +6
- დანია -3
- ჩილე +2
- გერმანია -4
- იტალია -2
- ჰოლანდია -2
- შვედეთი -3
- პერუ +2
- პოლონეთი -1