თბილისის "დინამომ" "გაბალას" სძლია და "ფეიენოორდთან" შეხვედრისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 ივლისს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამომ" გასვლაზე "გაბალა" 2:0 დაამარცხა.

შეხვედრამ გაბალაში დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 5-ათასიანი სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო. მოედანი შესანიშნავ მდგომარეობაში იყო, ძალიანაც არ ცხელოდა და კარგ ფორმაში მყოფმა სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს.

მასპინძლები მათ ტემპში ვერ აჰყვნენ, იუხეშეს და დებიუტშივე მსაჯმა მათი ორი ფეხბურთელი გააფრთხილა. თუმცა სახიფათო მომენტები "გაბალამ" შექმნა - ბოკემ ჯერ მიზანს ოდნავ ააცილა ბურთი, შემდეგ კი მეკარემ არ დაანება გატანა.

"დინამოს" პირველი ნაღდი მომენტი 28-ე წუთზე ჰქონდა, როდესაც მარჯვენა
ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე კუტალიამ ყველას დაასწრო, მაგრამ მისი თავური გოლკიპერმა მოიგერია. თუმცა ლევანმა შესვენებამდე მაინც გაიტანა თავით გოლი და თავისი გუნდი დააწინაურა. მასვე კიდევ ერთხელ შეეძლო ნაზიროვის კარის დალაშქვრა, მაგრამ შორიდან მის მიერ დარტყმული ბურთი ოდნავ არაზუსტი იყო.

მოკლედ, "დინამო" ვიზავის კლასით აშკარად სჯობნიდა და თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა. უნდა აღინიშნოს, ჩვენი გუნდის დაცვა შეცდომებს უშვებდა და კონტრშეტევაზე ვოლკოვს მიეცა შანსი - მისი დარტყმული ბურთი პერალესმა მოიგერია. შემდეგ ნინუას "გაბალას" კიპერმა არ გაატანინა გოლი, მერე კუტალიამ ბურთი ძელს გაარტყა, 87-ე წუთზე კი დაფემ ულამაზესი დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი.

ამ გუნდების საპასუხო მატჩი 1-ელ აგვისტოს თბილისში გაიმართება, წყვილში გამარჯვებული კი "ფეიენოორდს" შეხვდება.

გაბალა. "საჰარი"
გაბალა - დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 კუტალია (41), 0:2 დაფე (87)

გაბალა: ნაზიროვი, სეიდიევი, ზუნიჩი, რამალდანოვი, ალიევი (მამადოვი 85), ბოკე, ისკანდაროვი (კუაკუ 77), ფერეიროა ლოპესი, ნაბიევი, გიგაური, ვოლკოვი (მურადოვი 61)

დინამო: პერალესი, მონხილი, კობოური, ქიმაძე, იაშვილი, პაპავა, ნინუა, ქავთარაძე (დაფე 74), შენგელია (კარიკარი 86), კუხიანიძე (ქარდავა 65), კუტალია

მკითხველის კომენტარები / 19 /
ვულოცავ დინამოს და მთელ საქართველოს. იცით რა მაინტერესებს,ამდენი ყვითელი რა უბედურებაა,ქართულ გუნდებს ჯამში 30 ყვითელი კი ექნებათ უკვე
გოგა
25 ივლისი 2019 21:45
3
ფიზიკის ბრალია
lego
25 ივლისი 2019 23:30
2
ფიზიკურად ვერ არიან მაგრები და მაგიტოო
lego
25 ივლისი 2019 23:29
1
ფეინოორდთან ეროვნული უნდა გავავსოთ
Buxrika
26 ივლისი 2019 12:14
0
ფეინოორდი ბოლო ეტაპია,თუ კიდეა მეოთხე?
midit bichebo
25 ივლისი 2019 21:48
7
ვულოცავ დინამოს და წარმატებებს ვუსურვებ! თუმცა, იმასაც ვიტყვი რომ მისი მეტოქე გუშინ "გაბალა" კი არა შამბალა ყოფილა :)
შედარებაც არ შეიძლება 4 წლის წინანდელ იმ გუნდთან
სიმართლე
26 ივლისი 2019 11:43
0
მაგარი უცნაური ხალხი ვართ, მოვიგეთ და სულ 11 კომენტარია და ისიც მაინცდამაინ დიდი სიხარული არ იგრძნობა, წაგვეგო და იქნებოდა 100 სალანძღავი. ბოლოს როდის გახსოვთ შემდეგ ეტაპზე გასული სამი ქართლი გუნდი ? გინდა გაბალსთან მოგება და მითუმეტეს აბერდინის დონის გუნდთან ფრე წარუმატებლობად რომ ითვლება. ვულოცავ დინამოს და ჩიხურას წარმატებულ გამოსვლას, რაც ყველაზე მნიშველოვანია ერვო.ქულების მოპოვებას, რაც გაისად ძალიან გაომგვადგება.
DAVE
26 ივლისი 2019 11:17
1
საუკეთესო იყო ჩიხურა-აბერდინის თამაშის კომენტირება გვყოლია საქმის მცოდნე და თამაშის მსვლელობის გადმომცემი კომენტატორები უადგილო პასაჟების გამოუყენებლად თამაშის მსვლელობისას რომ " მიედ მოედებიან" სამჭკუაშვილობით. Dა რაც შეეხება შედეგს ბარსა ლაღადაც თამაშობდა და შედეგსაც აღწევდა არავიზე ნაკლებად.ინტერნეტ ტრანსლაცია 1 არხისა -ლაივ როგორც ყოველთვის უხარისხო იყო, გაშეშებებით, ხმის და სურათის დაუმთხვევლობით უშედეგოდ დაბალი ხარისხით როგორც ყოველთვის
Didi vashlidan
26 ივლისი 2019 09:52
5
დღევანდელ დინამოზე ძლიერ ქართულულ გუნდებს აბურთალოს და ჩიხურას ვერ ამოვიდექით მხარში სტადიონზე მოსვლით და ქომაგობით და...მათ ნაღდად შეეძლოთ წრიულ ტურნირებში გასვლა....დინამო კი ფეენორდთან .... ორმილიონამდე მოსახლეა თბილისში ....
Londonidan
26 ივლისი 2019 01:37
13

დაშლილმა ტორპედომაც კი უკეთესად ითამაშა ვიდრე დინამომ, არაფერს ვამბობ ჩიხურასა და განსაკუთრებით საბურთალოზე. არადა დინამომ მოიგო მხოლოდ. ფეიენოორდი დაგვანახებს რა დონეზე ვართ. მოკითხვა ფიფიას ახლობლებს.
emigranti
26 ივლისი 2019 01:37
31
უსუსტესი თამაში ჩაატარა...
Vakhtang Lobzhanidze
26 ივლისი 2019 06:16
7
მეტოქის დაუფასებლობაა ქართველების პირველი მტერი. ვისაც დინამოს თამაშის ხარისხი მოგეწონათ - ფეხბურთზე საუბარს თავი დაანებეთ.
პ.ს. გახსოვდეთ "შერიფი"- საბურთალო.
პ.ს.პ.ს. ახლა არ მითხრათ ითარსებიო.
kaira
26 ივლისი 2019 11:31
2
ვულოცავ დინამოს და მის ყველა გულშემატკივარს, მაგრამ ამჟამინდელი გაბალას დონის გუნდთან მიღწეული წარმატება ნამდვილად ვერ იქნება დინამოს სიძლიერის ობიექტური საზომი. მითუმეტეს, რომ ამ ნახევრადმოშლილ გაბალასთან თამაშმაც თვალნათლივ წარმოაჩინა დაცვაში (განსაკუთრებით ცენტრში) და შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში არსებული პრობლემები. გადავხედოთ სტატისტიკას სულ რამდენჯერ დაარტყა დინამომ კარში და ამ მინიმალური დარტყმებიდან რამდენი წავიდა კარის მიმართულებით?! იმედია ნაკლოვანებები გამოსწორდება და დინამო მალე დაიკავებს მის ჩვეულ ადგილს საქართველო ჩემპიონატში და მერე ალბათ ევროპაშიც... და კიდევ ერთი, ტემპი ბიჭებო ტემპი !!!! 21-ე საუკუნეა უკვე !!!! წარმატებები !!!
.........
26 ივლისი 2019 09:50
3
თამაშს უყურეთ საერთოდ ? რასაკვირველია დინამოს საუკეთესო თამაში არ უჩვენებიია მაგრამ 10/17- ზე ჰქონდა გუნდს კარში დარტყმები ))
GEORGE
26 ივლისი 2019 10:27
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული