პირველი ტაიმის შემდეგ "ჩიხურა" "აბერდინს" 1:0-ს უგებს

AutoSharing Option
25 ივლისს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის პირველი ტაიმი "ჩიხურამ" "აბერდინს" 1:0 მოუგო.

ობიექტურად "აბერდინი" "ჩიხურაზე" უფრო ძლიერი გუნდია. ეს აღნიშნა კიდეც საჩხერელთა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ და ისიც თქვა, რომ ძლიერი ყოველთვის როდი იმარჯვებს. მან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო - თამაში არ გაუხსნა მეტოქეს და მაყურებელმა თვალსასეირო მატჩი ვერ იხილა.

თითქოს პირველი ტაიმი 0:0 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ლექვთაძემ პენალტი მოინადირა (საჯარიმოში ოჯომ წააქცია) და კორიფაძემ ანგარიში გახსნა.

თბილისი. "დინამო არენა"
ჩიხურა - აბერდინი
გოლი: კორიფაძე (41, პენ)

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, კორიფაძე, კაშია, მაისაშვილი, მამასახლისი, ლექვთაძე, ერგემლიძე, დეკანოიძე, ჩიკვილაძე, სარდალიშვილი

აბერდინი: ლიუისი, ლოგანი, კონსიდაინი, მაკენა, მაკგინი, ჰედგესი, ტეილორი (ბრაისონი 18), კოსგროუვი, ფერგიუსონი, გალაჰერი, ოჯო

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ხდება , სტადიონი რატოა ცარიელი ? ორი დაიწყო ?
გიორგი ვარშავიდან
22:25 25-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული