სოსო ფრუიძე: მსაჯს შეეძლო არ დაენიშნა პენალტი

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ "აბერდინთან" (1:1) ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ერთადერთი, რითაც ამ გუნდთან წარმატების მიღწევა შეგვეძლო, იყო ბურთის კონტროლი, შეტევების მიმართულებების ცვლა, მცველებს უკან პასები და გამართლების შემთხვევაში, შეიძლებოდა უკეთესი შედეგი მიგვეღო.

სამწუხარო ის გახლავთ, რომ ასეთ გუნდებთან ფიზიკაში ვაგებთ. დიდი ძალა წაიღო ჯანიან მცველებთან და თავდამსხმელებთან ბრძოლებმა და გოლის გაშვებიდან დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში კონცენტრაცია დავკარგეთ.

ახალი შოტლანდიელთა თამაშში არაფერი ყოფილა. მათი ბოლო ორი მატჩი ვნახე, კარგად გვქონდა გააზრებული და
ვიცოდით, რას გააკეთებდნენ, ისიც კი, რომელ მხარეს გააკეთებდნენ გრძელ პასს. სახლში ბევრად მოტივირებულნი იქნებიან და ბევრად შემტევ ფეხბურთს ითამაშებენ, თუმცა ტაქტიკა არა მგონია შეცვალონ.

პენალტებს რაც შეეხება, მსაჯს შეეძლო დაენიშნა, შეეძლო - არა. თუმცა მე ვფიქრობ, ერგემლიძის მომენტში ყველაზე მეტად უნდა დაენიშნა თერთმეტმეტრიანი", - თქვა სოსო ფრუიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი პირველ აგვისტოს შოტლანდიაში გაიმართება.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული