დერეკ მაკინესი: "ჩიხურა" სოფლის კი არა, ძალიან კარგი გუნდია

AutoSharing Option
"აბერდინის" მთავარმა მწვრთნელმა დერეკ მაკინესმა საჩხერის "ჩიხურასთან" (1:1) ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"არ იყო საუკეთესო თამაში, არც საუკეთესო შედეგი. თუმცა, გარემოებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგი მაინც დადებითია.

კარგად დავიწყეთ, სწრაფად ვუტევდით, მაგრამ მცველის დაკარგვამ რაღაცები შეცვალა.

ვთვლი, რომ ჩვენს კარში პენალტი არ უნდა დაენიშნათ, შეხება არ ყოფილა. ჩვენ სასარგებლოდ დანიშნული პენალტი კი სრულად სამართლიანი გახლდათ, რადგან იქ ხელით თამაში იყო.

დაპირისპირების მხოლოდ ერთი ნაწილი დასრულდა და შეიძლება უპირატესობა მივიღეთ, თუმცა ყველაფერი აბერდინში გადაწყდება.

მე არ მსმენია, რომ ვინმეს "ჩიხურასთვის" სოფლის გუნდი ეწოდებინოს. თუ ასე თქვა ვინმემ, ეს არასწორია და ასე არ ვთვლით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სოფლის კი არა, ძალიან კარგი გუნდია. შევისწავლეთ გუნდი, ასეთი განწყობა გვქონდა თამაშის წინ და ახლაც იმავეს ვფიქრობთ. "აბერდინი" "ჩიხურას" პატივს სცემს".


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
თქვენი არ ვიცი და ამ თამაშიდან გამომდინარე მე შთაბეჭდილება შემექმნა ჩიხურას, უფრო სწორედ სამსონას ამ აბერდინის აყირავება შეუძლია.დ
1
წავილითხე დედანში ამ სკოთის ყველა გამონათქვამი აბერდინის მას მედიებში მას არსად არ უხსენებია სოფლის გუნდობა ჩიხურასი. Eრთმა სპორტულმა რეფორტერმა დაწერა რომ ჩიხურას სტადიონი ვერ აკმაყოფილებს ევრო ტურნირების დონეს და თბილისშიც მცირე რაოდენობით ქომაგები ეყოლებაო გუნდს.სოფლის მაგვარად მცირედ დასახლებულ საჩხერიდანო რომელიც ორ სათზე მეტ სავალზეო დედაქალაქიდან.რა თქვეს ტყვილი.?თბილსელები როგორც ამოუდგენ მხარში ჩიხურას თეთრით და შავით,აბანოში უკაცრავად, სტადიონზე გამოჩნდა.
Sityvit patriotebs
01:06 26-07-2019
0

სიახლეები პოპულარული