დერეკ მაკინესი: "ჩიხურა" სოფლის კი არა, ძალიან კარგი გუნდია

AutoSharing Option
"აბერდინის" მთავარმა მწვრთნელმა დერეკ მაკინესმა საჩხერის "ჩიხურასთან" (1:1) ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"არ იყო საუკეთესო თამაში, არც საუკეთესო შედეგი. თუმცა, გარემოებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგი მაინც დადებითია.

კარგად დავიწყეთ, სწრაფად ვუტევდით, მაგრამ მცველის დაკარგვამ რაღაცები შეცვალა.

ვთვლი, რომ ჩვენს კარში პენალტი არ უნდა დაენიშნათ, შეხება არ ყოფილა. ჩვენ სასარგებლოდ დანიშნული პენალტი კი სრულად სამართლიანი გახლდათ, რადგან იქ ხელით თამაში იყო.

დაპირისპირების მხოლოდ ერთი ნაწილი დასრულდა და შეიძლება უპირატესობა მივიღეთ, თუმცა ყველაფერი აბერდინში გადაწყდება.

მე არ მსმენია, რომ ვინმეს "ჩიხურასთვის" სოფლის გუნდი ეწოდებინოს. თუ ასე თქვა ვინმემ, ეს არასწორია და ასე არ ვთვლით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სოფლის კი არა, ძალიან კარგი გუნდია. შევისწავლეთ გუნდი, ასეთი განწყობა გვქონდა თამაშის წინ და ახლაც იმავეს ვფიქრობთ. "აბერდინი" "ჩიხურას" პატივს სცემს".


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
ეს კომენტარი წაუკითხეთ ერთ გავლენიან საჩხერელს. რაო, სოფლის გუნდიო? გადაირევა და შექმნის ისეთ გუნდს რო აბერდინი შეგვეხვეწოს მეტს ნუ გაგვიტანთო. პ.ს ისე, მგონია ისინი უფრო გაკვირვებულები ჩანდნენ, ეს რა გაგვიმართლა რო დიდი ანგარიშით არ წავაგეთო
ეჰ,
22:52 26-07-2019
1
მეტი ასეთი "სოფლის გუნდი" გვჭირდება ჩემპიონატში და ყველა სოფელს! მერე ნახეთ აქ ფეხბურთის აღორძინება!
ჯავახელი
11:29 26-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული