azerifootball.com: საფირმო სირცხვილი - "გაბალა" სუსტ "დინამოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
azerifootball.com-მა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "გაბალას" თბილისის "დინამოსთან" წაგებას (0:2) სამარცხვინო უწოდა:

"საფირმო სირცხვილი: თბილისის "დინამომ" "გაბალას" ადვილად სძლია.

"გაბალას" თბილისის "დინამოსთან" თამაში - ეს უბრალოდ ანტიფეხბურთია! ამჯერად გრიგორჩუკიც კი არაფერ შუაშია (ყოფილი მწვრთნელი - რედ.)!

თუმცა, რომან გრიგორჩუკის მოსწავლისგან რას ველოდით? სიანან გურბანოვს გასულ სეზონში ისეთი ოსტატები ჰყავდა, როგორებიც ბეზოტოსნი, სტანკოვიჩი და მონროვიჩი არიან და ლუქსემბურგულ გუნდთან წაგება და ევროტურნირიდან გამოვარდნა მოახერხა!

მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელობის აშკარა ტყუილისა, "გაბალა" საკმაოდ გადახდისუნარიანია და კლესიოს და ჟუნიჩის მსგავსი მოთამაშეები
3-4 ათასი დოლარის ხელფასის გამო არ ჩამოვლენ. მიუხედავად ამისა, "გაბალას" მოთამაშეთა დონე მთლიანობაში საშინელი გახლდათ.

კლუბის ხელმძღვანელობას უნდა რცხვენოდეს, რომ განხორციელებული ტრანსფერების გამო სიანან გურბანოვი ჯერ კიდევ "გაბალას" მწვრთნელია. ყოველივე ამან გამოიწვია საკუთარ მოედანზე სუსტ "დინამოსთან" უსახელო მარცხი და ამ დაპირისპირების ბედი უკვე გადაწყვეტილია".


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 23 /
ისიც თქვით ბარემ ტრიბუნებზე ბანერები რომ გამოფინეს თან რამდენიმე ერთად ბორჩალო აზერბაიჯანი არისო გარეჯიც აზერბაიჯანი არისო და პლიუს რუსთავიც აზერბაიჯანი არისო წარმოდგიგენიათ? ხმას რატომ არავინ იღებს ამ თემაზე?
gabelia
01:07 26-07-2019
0
დინამო რომ ის არ არის, რაც გვინდა, გასაგებია, მაგრამ ამ ტილიანებს ერთი მოგვიგეს და თავი ვინ ჰგონიათ, შეხედეთ! ბორჩალო და გარეჯი კი არა, კუდით ქვას გასროლინებთ თბილისში თქვე ბურთის უნახავებო! ისე კარგია მოტივაციისათვის. ყველანი დინამოზე! ამათი ტირილი უნდა ვნახოთ!
: )))))))
10:12 26-07-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული