azerifootball.com: საფირმო სირცხვილი - "გაბალა" სუსტ "დინამოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
azerifootball.com-მა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "გაბალას" თბილისის "დინამოსთან" წაგებას (0:2) სამარცხვინო უწოდა:

"საფირმო სირცხვილი: თბილისის "დინამომ" "გაბალას" ადვილად სძლია.

"გაბალას" თბილისის "დინამოსთან" თამაში - ეს უბრალოდ ანტიფეხბურთია! ამჯერად გრიგორჩუკიც კი არაფერ შუაშია (ყოფილი მწვრთნელი - რედ.)!

თუმცა, რომან გრიგორჩუკის მოსწავლისგან რას ველოდით? სიანან გურბანოვს გასულ სეზონში ისეთი ოსტატები ჰყავდა, როგორებიც ბეზოტოსნი, სტანკოვიჩი და მონროვიჩი არიან და ლუქსემბურგულ გუნდთან წაგება და ევროტურნირიდან გამოვარდნა მოახერხა!

მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელობის აშკარა ტყუილისა, "გაბალა" საკმაოდ გადახდისუნარიანია და კლესიოს და ჟუნიჩის მსგავსი მოთამაშეები
3-4 ათასი დოლარის ხელფასის გამო არ ჩამოვლენ. მიუხედავად ამისა, "გაბალას" მოთამაშეთა დონე მთლიანობაში საშინელი გახლდათ.

კლუბის ხელმძღვანელობას უნდა რცხვენოდეს, რომ განხორციელებული ტრანსფერების გამო სიანან გურბანოვი ჯერ კიდევ "გაბალას" მწვრთნელია. ყოველივე ამან გამოიწვია საკუთარ მოედანზე სუსტ "დინამოსთან" უსახელო მარცხი და ამ დაპირისპირების ბედი უკვე გადაწყვეტილია".


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 23 /
ყოჩაღ ბიჭებს!!! ოღონდ, მხოლოდ ამ გამარჯვებით ნუ დაგვტოვებთ პირდაფჩენილებს როგორც ყოველთვის! მინიმუმ უეფაზე უნდა მოხვდეთ!!! აი ეს არის ჩემი კომენტარი:)
lasha
26 ივლისი 2019 13:54
0
ერთი ამბიციული უსწავლელი ჟურნალისტის დაწერილის გამო არ მგონია ასეთი აჟიოტაჟი ღირდეს, პირიქითაც შეიძლება მოხდეს და მომხდარა კიდევაც. არ მგონია, რომ აზერების საერთო მოსაზრებაა ის რაც წავიკითხეთ!
Irakli
26 ივლისი 2019 10:35
3
დინამომ ცუდად ითამაშა. მართლა სუსტი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. ისინი რომ არ გვჯობდნენ, ეს იმას არ ნიშნავს რომ დინამო მაგარია. ამიტომაც აზერები სწორად აკრიტიკებენ თავიანთ გუნდს. ბანერებისთვის რატომ არ იჩივლა გუნდმა ან ფედერაციამ?
ყურადღებით ვიყოთ აქ "შერიფი" არ გაგვიმეორონ.
martlaaa
26 ივლისი 2019 10:30
10
ვულოცავ დინამოს გამარჯვებას და ვუსურვებ მომავაალ მატჩებში წარმატებებს! თუმცა აქ გამოთქმულ ზოგიერთ კომენტარს მინდა გამოვეხმაურო, სად ნახეთ azerisport.com ასეთი სტატია? რა სტატიები იდო ყველა ნორმალურად ახსნილი იყო წაგების მიზეზები. ზოგიერთი მგონი შეგნებულად აღვივებს შუღლს ჩვენსა და აზერებს შორის!
dudu
26 ივლისი 2019 18:50
2
მოდი ფეხურთს დავანებოთ თავი და ნახე აზერბაიჯამელი ვლოგერების ვიდეოები იუთუბში და ნახავ როგორი ზიზღით აუბრობენ ქართველების მიმართ!
fsiuuu
27 ივლისი 2019 18:49
0

სიახლეები პოპულარული