ოფიციალურად - ლევან ყენია "საბურთალოს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან ყენია "საბურთალოში" გააგრძელებს კარიერას - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის საიტი ავრცელებს:

"ლევან ყენია ოფიციალურად "საბურთალოს" ფეხბურთელია. 28 წლის შემტევი ნახევარმცველი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და შესაძლოა, უახლოეს მატჩებში მიიღოს მონაწილეობა".

ყენია ბოლოს "დუდელანჟში" თამაშობდა, იქამდე კი თბილისის "ლოკომოტივის", "შალკეს", "კარპატის", "ფორტუნასა" და "სლავიას" ღირსებას იცავდა.

მან საქართველოს ნაკრებში 29 მატჩში 4 გოლი გაიტანა.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
მწარე ენა დ... მ....
დ.ფ.
28 ივლისი 2019 08:44
1
ლევანს ნათამაშები აქვს ისე თ დონეზე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები ბევრს ისწავლიან მისგან ( რა უნდა გააკეთონ და რაც არ უნდა გააკეთონ). ასევე 28 წელი არ არის არაფრის დასასრული
26 ივლისი 2019 23:40
1
ისეთი ასაკი აქვს თუ მოინდომებს აუცილებლად ითამაშებს საქრთველოს დონისთვის უმაღლესად. რატი ალექსიძე გავიხსენოთ ყველაფერი მიატოვა და ნაკრებშიც კი მოხვდა 32 წლის ასაკში
ბოკინიო
26 ივლისი 2019 23:31
1
ლევანი დაეხმარება საბურთალოს და მისგან ბევრს ისწავლიან ის ახალგაზრდა ბიჭები ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი გახდა მაშინ პირველად ,რომ გამოჩნდა 17-18 წლის ვფიქრობდი რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა ეს ბიჭი და კარგადაც დაიწყო მისი კარიერა სამწუხაროა რომ ვერ აეწყო,მაგრამ მისი გამოცდილება დღეს დაეხმარება საბურთალოს.
გიორგი
26 ივლისი 2019 21:34
2
ღმერთმა ქნას,მაგრამ არ გამოვა აქედანაც არაფერი ლევან.სამწუხაროა მაგრამ მატარებელმა ჩაიარა...
დ.ფ.
26 ივლისი 2019 21:28
29
მოსკოვის სპარტაკმა 31 წლის ასაკში მიიყვანა გიორგი იარცევი სსრკს მეორე ლიგიდან და საუკეთესო ბომბარდირის ტიტული აიღო,ჩემპიონობასთაბ ერთად.ასე რომ ღმერთმა ქნას და ლევანმა თუ ტრავმა როგორმე მოირჩინა,საბურთალოსაც დაეხმარება,საქართველოს ნაკრებსაც და ევროპაშიც ითამაშებს.ყველაფერ ამას, მთელი სულით და გულით ვუსურვებ.იმას ნუ დაივიწყებთ,რომ შალკეში ლევან ყენია და ივან რაკიტიჩი,ბარსელონას ვარსკვლავი,ერთმანეთს ცვლიდნენ და სათამაშო დროს თანაბრად იყოფდნენ.
სოსო
28 ივლისი 2019 10:44
1
საიდან ამდენი ბოღმაა,გამხნევება არ ჯობიაა ამ ტლიკინს?
მწარე ენა..მ
27 ივლისი 2019 06:49
3

სიახლეები პოპულარული