"საბურთალო" ზაგრებში ოთხი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გაემგზავრება

AutoSharing Option
30 ივლისს "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ზაგრებში "დინამოს" შეხვდება. კლუბის საიტის ცნობით, საქართველოს ჩემპიონი ხორვატიაში ოთხი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გაემგზავრება:

"დედაქალაქური “საბურთალო”, რომელიც ზეგ ზაგრებში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ადგილობრივ “დინამოს” დაუპირისპირდება, ხორვატიაში 29 ივლისს გაემგზავრება.

სხვადასხვა მიზეზის გამო მოახლოებულ მატჩში “საბურთალო” ოთხ წამყვან ფეხბურთელს მოისაკლისებს – ზაგრებში ვერ გაემგზავრებიან ვაგნერ გონსალვესი და ლაშა შინდაგორიძე, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ. ელვინ ტერას სავიზო პრობლემები აქვს, ხოლო გიორგი კოხრეიძე დისკვალიფიცირებულია.

“საბურთალოს” მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს ზაგრებში
19 ფეხბურთელი მიჰყავს:

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი

მცველები: ნიკოლოზ მალი, გრიგოლ ჩაბრაძე, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა

ნახევარმცველები: ლევან კაკუბავა, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გეგა დიასამიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ლევან ყენია

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი, გიორგი გულიაშვილი

გეტყვით, რომ 30 ივლისს გასამართ შეხვედრას “დინამოსა” და “საბურთალოს” შორის “საზოგადოებრივი მაუწყებელი” პირდაპირ ეთერში გადასცემს. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი,რომ მეორე წრეზე ასეთი ძლიერი გუნდში შეხვდა საბურთალოს,მაგრამ რეალობა ისა,რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართულ გუნდებს ევროპის ლიგაზე ან ჩემპიონთან ლიგაზე 1-2 წრის დაძლევას ახერხებენ ზოგიერთი კლუბი პლეოფამდეც აჰწევს,მაგრამ უკვე იმდენად ძლიერი გუნდი გვხდება იქ რომელსაც ვეღარ ვამარცხებთ ესე ხდება სულ და სანამ არ გაიზრდება რესურსები ქართულ საკლუბო დონეზე ყოველთვის ასე იქნება ახლა საბურთალო ევროპის ლიგაზეა ორიენტირებული მაგრამ დავუშვათ დავამარცხეთ არარატი პლეოფში უკვე ძალიან ძლიერი გუნდი დაგვხდება,რომელიც შეიძლება ზაგრებზე ძლიერიც იყოს.
გიორგი
01:04 29-07-2019
1
იმედია ყენია თავის სიტყვას იტყვის კიდე
ტეტე1234
08:04 29-07-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული